თირკმელის კენჭის 8 უტყუარი სიმპტომი, ამის შესახებ თქვენ აუცილებლად უნდა იცოდეთ!

თირკმელის კენჭის 8 უტყუარი სიმპტომი, ამის შესახებ თქვენ აუცილებლად უნდა იცოდეთ!
თირკმელები ადამიანის ორგანიზმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა, რადგან ისინი სისხლიდან ზედმეტ წყალს გამოდევნიან შარდის დახმარებით. შარდი თირკმელებიდან შარდის ბუშტში გადაედინება და გამოედინება ურეთრის დახმარებით.

მიუხედავად ამისა ტოქსინები, რომლების დაშლაც ვერ მოხერხდა ორგანიზმში ქმნიან კისტალისებრ კენჭებს. ორგანიზმი საკუთარი ძალებით ახერხებს მცირე კენჭების დაშლასა და გამოდევნას, მაგრამ ის ვერ ერევა უფრო მოზრდილ კენჭებს.
ამგვარად, ისინი ორგანიზმში რცევიან და ორგანიზმის მრავალრიცხოვან პრობლემას იწვევენ, ვინაიდან ეს ხელს უშლის შარდმდენ არხების ფუნქციის შესრულებას. როდესაც შარდის ბუშტის და თირკმელების დამაკავშირებელი საშარდე არხი, რომელიც ერთგვარ მილს წარმოადგენს კენჭებით არის ბლოკირებული ადამიანი წარმოუდგენელ ტკივილებს განიცდის.

წარმოგიდგენთ თირკმელში კენჭის არსებობის დამადასტურებელ 8 სიმპტომს რომლის იგნორირებაც არ შეიძლება:

ინფექციები
თუკი თქვენ მოშარდვისას ტკივილს განიცდით ეს თირკმელში კენჭის არსებობის ნიშანია, რადგან ამ შემთხვევაში ორგანიზმი სახვადასხვა ინფექციების მარტივი სამიზნე ხდება, მათ შორის საშარდე გზების ინფექციების ან ციებცხელების.


მღვრიე შარდი უსიამოვნო სუნით
საშარდე გზების პრობლემის შემთხვევაში, განსაკუთრებით 20-40 წლის ასაკში შარდი შესაძლოა ფერს იცვლიდეს და შესაძლოა უსიამოვნო სუნიც ჰქონდეს, რომელიც თქვენს ორგანიზმში ტოქსინებისა და ქიმიკატების არსებობის შედეგია. გარდა ამისა, თირკმელში არსებულ კენჭებს ასევე შეუძლიათ შეცვალონ მათი ფორმა და ზომა.

ტკივილი
თირკმელში კენჭის არსებობისას დილით ტკივილები უფრო ხშირია, რადგან შარდის გამოდევნა ორგანიზმიდან დღის შემდეგ მონაკვეთში უფრო ხშირად ხდება.

ტკივილი თირკმელებში.
როგორც კი კენჭი თირკმელში გაიჭედება, ადამიანი მუცლის ტკივილით იტანჯება, თანაც მოულოდნელი და აუტანელი ტკივილით. დროთა განმავლობაში ტკივილი შესაძლოა გაძლიერდეს. ადამიანი ასევე შეიძლება განიცდიდეს ტკივილებს სასქესო ორგანოებში, საზარდულში, წელის არეში.

სისხლი შარდში
შარდში სისხლის არსებობა ზოგადი ნიშანია და მუცლის ტკივილს იწვევს. უფრო სწორად კი თირკმელის კენჭი იწვევს შარდის გავარდისფრებას ან გაწითლებას.

თირკმლის კოლიკა(ჭვალი)
პერიოდული ტკივილების პარალელურად, თქვენ ასევე შეგაწუხებთ გულის რევის შეგრძნება და ძლიერი ოფლიანობაც.


ხშირი და მტკიცნეული შარდდენა
ხშირი და მტკივნეული შარდვა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნიშანია თირკმელში კენჭის არსებობაზე და წარმოადგენს გაუწყლოვების სიმპტომს.

ღებინება და გულისრევა
როდესაც ორგანიზმი ვერ ახერხებს საკუთარი ძალებით გამოდევნოს ტოქსინები, თქვენ ავტომატურად გიჩნდებათ გულისრევის რეფლექსი, როგორც ტოქსინების გამოდევნის ერთადერთი საშუალება, ვინაიდან თირკმელები ვეღარ ახერხებენ დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას.