როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ორგანიზმა კალციუმი უკეთესად შეითვისოს!
ბოლო დროს ხშირად მემტვრევა ფრჩხილები. დავიწყე კალციუმის შემცველი პრეპარატის სმა, მაგრამ დადებით ცვლილებებს ვერ ვამჩნევ. როგორ მოვიქცე, რომ ორგანიზმმა კალციუმი უკეთ შეითვისოს?
ექიმის კომენტარი:
კალციუმით ყველაზე მდიდარი პროდუქტი ყველია. 100 გრ ყველი 1 გრამამდე კალციუმს შეიცავს. ამ ელემენტის საუკეთესო წყაროა აგრეთვე, ფხიანი თევზი, ხაჭო, ნაყინი, იოგურტი, კამა, პირშუშხა. ლობიოსა და ბარდაში იმდენივე კალციუმია, რამდენიც რძის პროდუქტებში. რძემჟავა პროდუქტები ( მაწონი, იოგურტი ) კალციუმის შემცველობით რძეს არ ჩამოუვარდება. თუმცა კალციუმის მაღალი დონე სისხლსა და ქსოვილებში ერთი და იგივე არ არის. იმისთვის, რომ სისხლიდან ეს ელემენტები ძვლოვან ქსოვილში გადავიდეს, ორგანიზმს უნდა ჰქონდეს საკმაო რაოდენობით D ვიტამინი. მისი მიღება ჭამის დროს ან ჭამის შემდეგაა საჭირო.
ვისაც კუჭის წვენის დაბალი მჟავიანობა აქვს, კალციუმის აბებს მჟავე წვენი ( მაგალითად, ფორთოხლის ) უნდა მიაყოლოს, რომელიც აადვილებს მის ათვისებას.
კალციუმის ათვისების შესახებ გეტყვით, რომ:

- კალციუმს ორგანიზმი ძილში უკეთ აითვისებს;
- მიირთვით კალციუმით მდიდარი ისპანახი, ამგვარად უმჯობესდება ელემენტის ათვისება;
- დაფქულ კვერცხის ნაჭუჭს, რომელიც კალციუმის საუკეთესო წყაროა, უკეთ ათვისებისთვის ლიმონის წვენი უნდა დაასხათ.
- კალციუმის სიჭარბე ორგანიზმში იწვევს ყაბზობას, კენჭების დაგროვებას საშარდე გზებში, რკინის, თუთიისა და სხვა ელემენტების ათვისების გაუარესებას.
- რაც შეეხება მტვრევად ფრჩხილებს, ადგილობრივი მკურნალობის მიზნით ფრჩხილში უნდა შეიზილოთ ზეითუნის ზეთი, სუფრის ძმარი, ლიმონის წვენი, შავი და წითელი მოცხარის წვენი. კარგია ზღვის მარილიანი წყლის აბაზანები კვირაში სამჯერ.