როგორ უნდა აითვისოს ორგანიზმმა კალციუმი ბუნებრივი გზით
არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ძვლებისთვის კალციუმი ძალზე მნიშვნელოვანია. ძვლები უფრო მყარი რომ გახდეს, ორგანიზმს კალციუმი არ უნდა მოაკლდეს. მაგრამ რამდენიც უნდა მიირთვათ ხაჭო და სვათ კალციუმის გლუკონატი, ქსოვილებში მისი მხოლოდ 15% მოხვდება, ეს კი ძვლების გასამაგრებლად საკმარისი არ არის. ორგანიზმმა კალციუმი უკეთ რომ აითვისოს, მიიღეთ C და D ვიტამინები, აგრეთვე - მაგნიუმი (Mg) და ბორი (B), D ვიტამინი, უფრო ზუსტად, მისი ერთ-ერთი ნაირსახეობა - D3, რომელიც კალციუმის ცვლას არეგულირებს, ყველაზე მეტი თევზის ქონშია.
ბორი ხელს უშლის კალციუმის (Ca) და მაგნიუმის გამორეცხვას შარდთან ერთად. ამ ელემენტით მდიდარია პომიდორი, ვაშლი, მსხალი, წითელი ღვინო, ქიშმიში, სოიის პროდუქტები, შავი ქლიავი, არაქისი, ფინიკი, თაფლი და ზღვის პროდუქტები.
მაგნიუმი ხელს უშლის კალციუმის გახსნას. იგი ყველაზე მეტია ხორბალში, გარგარსა და კომბოსტოში.
ურიგო არ იქნება, თუ ძვლებს დროდადრო ლიმონის წვენისა და კვერცხის ნაჭუჭის კოქტეილით "გაუმასპინძლდებით". მაგრად მოხარშეთ კვერცხი (სასურველია, თეთრი ), გაფცქვენით, ნაჭუჭს მოაცილეთ თეთრი აპკი, კარგად გამოაშრეთ და დაფქვით ან ძალიან წმინდად დანაყეთ. 1 ს/კ ფხვნილს დაუმატეთ 1 ჭიქა ახაგამოწურული ლიმონის წვენი და 7 დღით დააყენეთ. მიიღეთ თითო ჩაის კოვზი დღეში სამჯერ.