ამის იგნორირება არ შეიძლება! კალციუმის დეფიციტის 7 სიმპტომი, რომელიც დამღუპველია ჩვენი ორგანიზმისთვის

ამის იგნორირება არ შეიძლება! კალციუმის დეფიციტის 7 სიმპტომი, რომელიც დამღუპველია ჩვენი ორგანიზმისთვის
იმისთვის, რომ ჩვენი ორგანიზმი საათივით მუშაობდეს, საჭიროა დავტვირთოთ იგი რაც შეიძლება ბევრი ვიტამინებითა და მინერალებით. ამ ფაქტის იგნორირების შემთხვევაში, სავალალო შედეგები გარდაუვალია!

უამრავი ადამიანი არ აქცევს ყურადღებას უსიამოვნო სიმპტომებს და არ იკვლევს მათი გაჩენის მიზეზებს, რითაც უდიდეს ზიანს ვაყენებთ ჩვენს ჯანმრთელობას.

კალციუმის დეფიციტის სიმპტომები

1. კუნთების ტკივილი და კრუნჩხვები
კალციუმის დეფიციტის დროს ნერვული უჯრედები ზედმეტად მგრძნობიარე ხდება, რის შედეგადაც კუნთების უბრალო დაჭიმულობა საშინელ სპაზმებში იზრდება, რაც განსაკუთრებით სახიფათოა ცურვისას.

2. სუსტი ძვლები
ნათელი ნიშანი იმისა, რომ ჩვენი ორგანიზმი კალციუმის დეფიციტს განიცდის. ამ დროს ჩვენი ძვლოვანი სისტემა იმდენად დასუსტებულია, რომ სულ მცირეოდენი ტრამვაც კი შეიძლება საშინელი მოტეხილობით დასრულდეს.

3. კბილებთან დაკავშირებული პრობლემები
კალციუმი - კბილების შემადგენელი უმნიშვნელოვანესი ნივთიერება. სტომატოლოგთან ხშირი ვიზიტის აუცილებლობა სწორედ მისი დეფიციტითაა განპირობებული. კბილების ფორმირების დროს ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ თქვენმა შვილებმა მიიღონ დიდი რაოდენობით კალციუმის შემცველი პროდუქტები.

4. დაქვეითებული იმუნიტეტი და ქრონიკული დაღლილობა.
კალციუმის დეფიციტის შედეგად გამოწვეული ორი უსიამოვნო მოვლენა.

5. ძილთან დაკავშირებული მუდმივი პრობლემები
კალციუმის დეფიციტის დროს ადამიანის გონება იმდენად გაფანტულია, რომ მას არ შეუძლია კონცენტრირდეს სამუშაოზე, სწავლაზე და ა.შ. კიდევ ერთი საშინელი მოვლენა, რომელიც ამ პრობლემას თან ახლავს, ქრონიკული უძილობაა. იმისთვის, რომ გამოიძინოთ კარგად და გაღვიძებისას ენერგიულად იგრძნოთ თავი, დაძინების წინ მიირთვით ერთი ჭიქა რძე.

6. სახის არაჯანსაღი ფერი
მშრალი თმა, მტვრევადი ფრთხილები - უტყუარი ნიშანი იმისა, რომ დაუყონებლივ უნდა შეცვალოთ კვების რაციონი.

7. ქალბატონებისთვის...
კალციუმის დეფიციტს საკმაოდ დიდი გავლენა აქვს პრემენსტრუალურ სინდრომზე. მისთვის დამახასიათებელ ნიშნებს შორისაა: გაღიზიანებადობა, მუცლის შებერილობა, სპაზმები და მიდრეკილება ჭამისკენ.

თუ თქვენთვის ზემოთ ჩამოთვლილი უსიამოვნო მოვლენები ნაცნობია, აუცილებლად შეცვალეთ კვების რაციონი და მაქსიმალურად დატვირთეთ იგი კალციუმით გამდიდრებული პროდუქტებით (თევზი, მწვანილი, ციტრუსები და ა.შ.).

უკეთესი იქნება, თუ თქვენი ორგანიზმის გამოჯანმრთელების პროცესს კომპლექსურად მიუდგებით: ორგანიზმი გაცილებით მარტივად ითვისებს კალციუმს ვიტამინ D_სთან ერთად. ძვლების გასამაგრებლად ასევე აუცილებელია ორგანიზმის დატვირთვა ფოსფორით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კალციუმის დეფიციტის შედეგად თავი იჩინა ანთებითმა დაავადებებმა, საჭიროა კვების რაციონში მაგნიუმის შემცველი პროდუქტების ჩართვა.