ჭინჭრის ციების სამკურნალო ბუნებრივი, ანტიალერგიული ეფექტის მქონე საშუალებათა რეცეპტები.
ჭინჭრის ციება ალერგიული დაავადებაა. ალერგიამ დღეს ბევრ ადამიანს დაუკარგა მოსვენება. თუმცა, მისი საწინააღმდეგო უამრავი პრეპარატია შექმნილი, მათი რეგულარული მიღება გარკვეულ პრობლემებთანაა დაკავშირებული. ამიტომ მკითხველები ხშირად ითხოვენ, მივაწოდოთ ბუნებრივი, ანტიალერგიული ეფექტის მქონე საშუალებათა რეცეპტები.
გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
- ბუნებრივი ანტიჰისტამინური ნივთიერებაა კვერცეტინი, რომელიც შედის ყველა სახეობის ხახვის შემადგენლობაში. თუ ყოველდღიურად შეიტანთ რაციონში ხახვს, ამით თავიდან აიცილებთ ან შეამცირებთ მაინც ალერგიულ რეაქციებს. განსაკუთრებით ეფექტიანია თეთრი ხახვი. ერთი საშუალო ზომის ხახვი გაუფრცქვნელად შეწვით ჰაერღუმელში და მიირთვით. ამ მარტივი საშუალებით ასთმისგანაც კი შეიძლება თავის დაცვა.
- კვერცეტინს აგრეთვე შეიცავს მწავენე ჩაი და წითელი ღვინო. სვით რეგულარულად მწვანე ჩაი და სადილზე დააყოლეთ ხოლმე 1 ჭიქა ნატურალური წითელი ღვინო.
- ანტიალერგიული პრეპარატების მარტივი და უვნებელი ალტერნატივაა ჭინჭრის მაგარი ნაყენი, რომელიც უნდა სვათ დღის განმავლობაში ყოველ ორ საათში ერთხელ, ვიდრე სასურველ შედეგს არ მიიღებთ.
- C ვიტამინი თავად ანტიჰისტამინური საშუალებაა, თუ მას დღეში 1 გრამამდე მიიღებთ. თუმცა შედეგის მიღებამდე რამდენიმე კვირაა საჭირო. C ვიტამინის მიღებას აქვს გარკვეული უკუჩვენებები, ( აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს, იწვევს წნევის მატებას და სხვა ) ამიტომ გირჩევთ, ექიმს დაეკითხოთ.
- პანთოთენის მჟავა ( B ჯგუფის ერთ - ერთი ვიტამინი ) ასევე ეფექტიანია ალერგიის დროს, რადგან ააქტიურებს თირკმელზედა ჯირკვლების მიერ ჰორმონ კორტიზონის გამომუშავებას.