ძველად ექიმები ხახვს პანაცეად მიიჩნევდნენ. სამკურნალო რეცეპტები "წინაპრების სკივრიდან".
ძველი მკურნალები თვლიდნენ, რომ ხახვი აახალგაზრდავებს ორგანიზმს და ხელს უწყობს დღეგრძელობას. სამწუხაროდ, წამალმა, რომელიც შველის ერთ ავადმყოფს, შეიძლება მეორე ავადმყოფზე უარყოფითად იმოქმედოს. მაგალითად, მათ, ვისაც აწუხებს გულის იშემიური მოციმციმე არითმია, ბრონქოსპაზმი, პანკრეატიტი, მიდრეკილება აქვთ კანის ალერგიული რეაქციისადმი შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მოცემულმა რეცეპტებმა. ამიტომ აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის ჩატარება.
გაგაცნობთ რამდენიმე რეცეპტს, " წინაპრების სკივრიდან ".
გაგაცნობთ რამდენიმე რეცეპტს, " წინაპრების სკივრიდან ".
- თუ გული გაწუხებთ, 2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ხახვის ფურცლებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წუთს, დალიეთ ყლუპით დღის განმავლობაში.
- ღამით ტერფზე დაიდეთ შემწვარი ხახვი და გაიჩერეთ დილამდე. ძალიან შველის გულ - სისხლძარღვთა დაავადებებს.
- ათეროსკლეროზის დროს ყოველდღე მიირთვით საშუალო ზომის ხახვი.
- სკლეროზის დროს უებარია თაფლისა და ხახვის ფაფისებრი ნარევი, თანაბარი რაოდენობით ( 1:1 ), მიიღეთ თითო ს/კ 2 - ჯერ დღეში. დილით და საღამოს, ჭამის წინ. მკურნალობის დრო - 2 თვე, 1 - 2 კვირის შესვენების შემდეგ გაიმეორეთ.
- ათეროსკლეროზის სამურნალოდ აიღეთ ერთი თავი ხახვი ( 100 გრ ) გახეხეთ, დააყარეთ ნახევარი ჩაის ჭიქა შაქარი. 24 საათის განმავლობაში გააჩერეთ გრილ და ბნელ ადგილას. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი 3 - ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ. მკურნალობის კურსი - 1 თვე.
- ჰიპერტონიის დროს კარგია ხახვის ახალგამოწურული წვენი. 1 ჩაის კოვზი 4 - 6 - ჯერ დღეში, 15 წუთით ადრე ჭამამდე.
ჰიპერტონიის სამკურნალოდ ასევე უებარია ამ რეცეპტით დამზადებული ნაყენი: აიღეთ 3 თავი ხახვი, გახეხეთ, დაასხით 0,5 ლ სპირტი ან არაყი. დადგით ბნელ ადგილას. 7 დღის შემდეგ გაწურეთ, მიირთვით ჭამის წინ 1 ჩაის კოვზი გაზავებული 3 სუფრის კოვზ წყალში. - კუჭის შეკრულობისას დღეში 3 - 4 - ჯერ დღეში ჭამამდე მიიღეთ 1 ჩ/კ ხახვის წვენი. მკურნალობის პერიოდი - 3 კვირა. სამკვირიანი შესვენების შემდგომ ისევ გაიმეორეთ.
- ცისტიტის დროს - 300 გრ გახეხილ ხახვს დაამატეთ 100 გრ თაფლი, 0,6 ლ თეთრი ღვინო, დადგით 2 დღე გრილ ადგილას, პერიოდულად ურიეთ, გაწურეთ, მიიღეთ ყოველდღე 2 -4 სუფრის კოვზი.