როგორი საშუალებებით უნდა მოვუაროთ მშრალ სახის კანს.
მშრალი ტიპის სახის კანი გვხვდება უფრო ხშირად და მოითხოვს განსაკუთრებულ მოვლას, რადგან იგი ძალიან მგრძნობიარეა გარეგანი ფაქტორების ზემოქმედების მიმართ. კანის სიმშრალეს იწვევს ცხიმის ჯირკვლების ცუდი მუშაობა და კანის ზედაპირიდან სითხის გაძლიერებული აორთქლება, რაც გამოწვეულია არასწორი კვებით. თუ ამას ემატება არასწორი მოვლაც, მშრალი კანი ხდება უსიამოვნო შესახედავი, კარგავს ესლატიურობას, მოდუნებულია, აქერცლილია, დანაოჭებული და გაღიზიანებულია.
როგორ მოვუაროთ მშრალ კანს:
როგორ მოვუაროთ მშრალ კანს:
- დილით მშრალი კანი დაისველეთ ოთახის ტემპერატურის დარბილებული წყლით ( 1 ჩ/კ სოდა 1 ჭიქა წყალზე ) ან გვირილის ნაყენით, შემდეგ კი გაიწმინდეთ ლოსიონით, რომელშიც სპირტის შემცველობა 6 % - ზე მეტი არ უნდა იყოს. ბოლოს კი ცხიმიანი კრემი წაისვით.
- საღამოს მშრალი კანი გაიწმინდეთ გამწმენდი კრემით ან ტუალეტის რძით, შემდეგ კი ლოსიონით. ბოლოს წაისვით მკვებავი კრემი, რომელიც მდიდარია ცხიმოვანი ნივთიერებებით.
- მშრალი კანისთვის აუცილებელია ისეთი კრემების ხმარება, რომელშიც არის ვიტამინები. კვირაში ერთხელ გაიკეთეთ თქვენი კანის შესაფერისი ნიღაბი.
- ადამიანს, რომელსაც აქვს მშრალი სახის კანი, აუცილებელია მან ხშირად მიიღოს A ვიტამინის შემცველი საკვები ( სტაფილო, პომიდორი, სალათა, თევზი, რძე, არაჟნი და სხვა).
- თუ მშრალი კანი გაქვთ, პირის დაბანის დროს გამოიყენეთ დარბილებული სოდიანი ან ანადუღარი წყალი და ბავშვის საპონი. შეგიძლიათ წყალში შეურიოთ ახალი რძე ან მხოლოდ რძით დაიბანოთ.
- თუ დაბანის მაგივრად თქვენი კანისთვის შესაფერის ლოსიონს გამოიყენებთ სახის გასაწმენდად, შეამჩნევთ კანის დარბილებას და ხავერდოვნებას.
- ძალიან მშრალი კანი გამოიყურება უკეთესად,თუ თბილი აბაზანების შემდეგ, როდესაც ფორები იხსნება, გაიწმინდავთ მცენარეული ზეთით ( ზეითუნის , ნუშის და სხვა ). სასარგებლოა აგრეთვე ზეთის კომპრესები. ამისათვის ბინტი დაასველეთ თბილ ზეთში და დაიდეთ სახეზე. ასეთი კანის გაწმენდა რეკომენდირებულია რძის პროდუქტებით. 5 – 7 წუთის შემდეგ დაიბანეთ წყლით და წაისვით კრემი. ზოგჯერ საპნის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ კვერცხის გული, რომელსაც წაისვამთ სველ სახეზე და 2 – 3 წუთის შემდეგ ჩამოიბანთ.