ნიღბები, რომლებიც მშრალი სახის კანს ჰაერივით სჭირდება!
მშრალი კანი შედარებით ხშირად გვხვდება. ახალგაზრდობაში ის ძალიან ლამაზია: სიფრიფანა, ნაზი, გადატკეცილი, სუფთა, ვარდისფრად შეფერილი, ერთი სიტყვით, პატარა ბავშვის კანს ჰგავს. დიახ, მშრალი კანი ლამაზია, მაგრამ იგი განსაკუთრებულ ყურადღებას და კარგ მოვლას საჭიროებს. კანის ეს ტიპი ძლიერ მგრძნობიარეა და არასწორი, არასაკმარისი მოვლის გამო ადრე ბერდება. მშრალი კანი ცუდად ან საერთოდ ვერ იტანს საპონს და წყალს.
გთავაზობთ რამდენიმე ეფექტურ რეცეპტს მშრალი კანის მოსავლელად.
გთავაზობთ რამდენიმე ეფექტურ რეცეპტს მშრალი კანის მოსავლელად.
- აიღეთ 1 კვერცხის გული, დაუმატეთ 1 ს/კ თაფლი და ათქვიფეთ. მიღებული მასა წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 10 - 15 წუთს. ჩამოიბანეთ ჩვეულებრივი წყლით. ნიღაბი იხმარება მშარალი კანისთვის, ნაოჭების პროფილაქტიკის მიზნით.
- 1 კვერცხის გულს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი ან გლიცერინი, ათქვიფეთ, მიღებული მასა წაისვით სახეზე და 10 - 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, შემდეგ ცივი წყლით.
- დაქუცმაცებული კომბოსტოს ნედლი ფურცლები მოხარშეთ რძეში ისე, რომ მიიღოთ ფაფისმაგვარი მასა. დაიდეთ ეს მასა სახეზე და ყელზე 20 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ.
- გახეხილ პომიდორს შეურიეთ სახამებელი, მიღებულ ფაფისებურ მასას დაუმატეთ რამდენიმე წვეთი მცენარეული ზეთი. ნიღაბი სახეზე გაიჩერეთ 15 - 20 წუთს. ჩამოიბანეთ, მაგრამ არ გაიმშრალოთ, ისე წაისვით მკვებავი კრემი.
- ცხელი კარტოფილი გასრისეთ ხის კოვზით, დაუმატეთ 1 - 2 ს/კ ცხელი რძე და კვერცხის გული. აურიეთ და თბილი დაიდეთ სახეზე, ყელზე, მკერდზე, დაიფარეთ გამთბარი ხაოიანი პირსახოცი. 20 წუთის შემდეგ სახე და ყელი დაიბანეთ ჯერ ცხელი, შემდეგ ცივი წყლით.