მკვებავი ნიღბები მშრალი და ნორმალური კანისათვის
მშრალი ტიპის სახის კანი გვხვდება უფრო ხშირად და მოითხოვს განსაკუთრებულ მოვლას, რადგან იგი ძალიან მგრძნობიარეა გარეგანი ფაქტორების ზემოქმედების მიმართ. კანის სიმშრალეს იწვევს ცხიმის ჯირკვლების ცუდი მუშაობა და კანის ზედაპირიდან სითხის გაძლიერებული აორთქლება, რაც გამოწვეულია არასწორი კვებით. თუ ამას ემატება არასწორი მოვლაც, მშრალი კანი ხდება უსიამოვნო შესახედავი, კარგავს ელასტიურობას, მოდუნებულია, აქერცლილია, დანაოჭებული და გაღიზიანებულია.
ნიღბები ნორმალური და მშრალი კანისათვის
ნიღბები ნორმალური და მშრალი კანისათვის
- 1 ჩაის კოვზი თაფლი და ჩაის კოვზი რძის ფხვნილი გახსენით ცოტა წყალში ისე, რომ მიიღოთ ფაფისებური მასა. წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 20 წთ. ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, შემდეგ კი ცივი წყლით.
- 1 კვერცხის გული + 1 ჩაის კოვზი თაფლი + 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი აურიეთ ერთმანეთში. ნიღაბი გაიჩერეთ 20 წთ. ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, შემდეგ კი ცივი წყლით.
- 2 სუფრის კოვზ გახეხილ ვაშლს დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი. ნიღაბი გაიჩერეთ სახეზე 15 წთ.
- 2 სუფრის კოვზი მოხარშული გოგრა აურიეთ 1 სუფრის კოვზ მცენარეულ ზეთში. ნიღაბი გაიჩერეთ 20 წთ.
- ძალიან მშრალი კანისათვის - კრაზანას დაასხით ზეითუნის ზეთი (1:2). დაახურეთ ჭურჭელს და დადგით 3 კვირა. გაიკეთეთ ნიღაბი ყოველ საღამოს.