როგორ დავადგინოთ როგორი ტიპის კანი გვაქვს და როგორ გავიწმნიდოთ სახე სწორად
სილამაზისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს სახის კანის მდგომარეობას. ხშირად იგი ულამაზოდ გამოიყურება არასწორი მოვლის გამო. იმისათვის, რომ სწორად მოვუაროთ და ვუმკურნალოთ სახის კანს, პირველ რიგში აუცილებელია ვიცოდეთ როგორი ტიპის კანი გვაქვს: მშრალი, ცხიმიანი, ნორმალური თუ კომბინირებული.
შეიძლება საოჯახო პირობებშიც დავადგინოთ როგორი ტიპის კანი გვაქვს.
გავისუფთავოთ სახე ოთახის ტემპერატურის წყლითა და საპნით. მოგვშორდება მტვერი, ოფლი და კანის ცხიმი. დაბანიდან 1 -2 საათის შემდეგ სახეზე კვლავ წარმოიმქნება ცხიმის ფენა. ავიღოთ თხელი ქაღალდი და დავიფინოთ სახეზე ისე, რომ იგი სახის ყველა უბანს ეხებოდეს. თუ ქაღალდზე დარჩება ცხიმის მკაფიო ლაქები, ე.ი. სახე ცხიმიანია. ხოლო თუ თანაბრად, ოდნავ შეიმჩნევა ცხიმის კვალი, ასეთი კანი ნორმალურად ითვლება. მშრალი ტიპის კანი ქაღალდზე არავითარ ლაქარ არ დატოვებს. ხოლო ქაღალდის ზოგიერთ ადგილზე გაჩენილი ცხიმის ლაქა მიგვანიშნებს, რომ სახე შერეული ტიპისაა. ზოგჯერ მშრალი კანის ტიპი ერევათ ნორმალურში. რომ შეგვეშალოს, უნდა ვიცოდეთ, რომ დაბანის შემდეგ მშრალი კანი დაჭიმულია და უსიამოვნო შეგრძნებას იწვევს.
კანის მდგომარეობა და ცხიმიანობა იცვლება ასაკთან, კლიმატურ პირობებთან, წლის დროსთან, შრომასთან, ცხოვრების წესთან და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამიტომ თუ შეიცვალა რომელიმე ფაქტორი, ხელახლა შეიმოწმეთ სახის კანი.
თუ ახალ კოსმეტიკურ კრემს იყენებთ, 1 -2 დღე უნდა დააკვირდეთ და დარწმუნდეთ, რომ იგი ნამდვილად თქვენი სახის კანის ტიპისთვისაა საჭირო.
როგორ გავიწმინდოთ სახე
ჯერ გავიწმინდოთ სახე და ყელი გამწმენდი კრემით და ტუალეტის რძით. თასში მოვათავსოთ გვირილის ან სალბის ყვავილები. დავასხათ 1 - 2 ლ მდუღარე წყალი და დავიჭიროთ სახე ორთქლზე. თავზე გადავიფაროთ პირსახოცი, რომ ორთქლი სახეს კარგად ხვდებოდეს. ორთქლის აბაზანების ხანგრძლივობა დამოკიდებულია სახის კანის ტიპზე. ცხიმიანი კანისათვის ეს პროცედურა უნდა გაგრძელდეს 10 წუთს, მშრალ კანს კი 2 - 3 წუთზე მეტი არ სჭირდება. ორთქლის აბაზანის შემდეგ ადვილად მოვიცილებთ ფერიმჭამელებს. ამის შემდეგ სახეზე შეისხით ცივი წყალი. დაასვენეთ სახე 20 წუთს. შემდეგ წაისვით მკვებავი კრემი.
ორთქლი არბილებს და აუმჯობესებს კანის სისხლით მომარაგებას. აძლიერებს ოფლის გამოყოფას და ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეციას, აფართოებს ფორებს.
თუ ცხიმიანი სახის კანი გაქვთ, ასეთი წმენდა ჩაიტარეთ 2 კვირაში ერთხელ. მშრალი და გაღიზიანებული კანისათვის საჭიროა თვეში ერთხელ და ამასთანავე არ უნდა გაგრძელდეს 2 - 3 წუთზე მეტს.
როდესაც კანზე გაფართოებულია სისხლძარღვები , არ შეიძლება ორთქლის აბაზანის გამოყენება, სახის კანი დაირბილეთ კომპრესებით.