საუკეთესო ლოსიონები მშრალი კანის მოსავლელად
მშრალი ტიპის კანი გვხვდება უფრო ხშირად და მოითხოვს განსაკუთრებულ მოვლას, რადგან იგი ძალიან მგრძნობიარეა გარეგანი ფაქტორების ზემოქმედების მიმართ.
ადამიანს რომელსაც აქვს მშრალი სახის კანი, აუცილებელია მან ხშირად მიიღოს A ვიტამინის შემცველი საკვები ( სტაფილო, პომიდორი, სალათა, თევზი, რძე, არაჟანი და სხვა ).
თუ მშრალი კანი გაქვთ, პირის დაბანის დროს გამმოიყენეთ დარბილებული (სოდიანი) ან ანადუღარი წყალი და ბავშვის საპონი. შეგიძლიათ შეურიოთ ახალი რძე ან მხოლოდ რძით დაიბანოთ.
ლოსიონები მშრალი ტიპის სახის კანისთვის:

- კვერცხის გული აურიეთ 100 გრ არაჟანში, შემდეგ დაუმატეთ 1/4 ჭიქა არაყი და ნახევარი ლიმონის წვენი.
- 50 მლ არაყი, 50 მლ ანადუღარი წყალი, 1 ჩაის კოვზი ცაცხვის ყვავილების ან ბაბუაწვერას ფესვების ნახარში შეურიეთ ერთმანეთში. გაიწმინდეთ სახე დილა - საღამოს.
- გახეხეთ კიტრები და მისი მასის მეოთხედი არაყი დაასხით. გააჩერეთ 8 - 10 დღე. შემდეგ გაწურეთ და იხმარეთ მშრალი კანის გასაწმენდად.
- აიღეთ თითო ჩაის კოვზი თაფლი და გლიცერინი, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი სპირტი, 2 -3 გრ ბორაქსი და 70 მლ წყალი (ანადუღარი ).
- კვერცხის გული, მცენარეული ზეთი და ანადუღარი წყალი თანაბარი რაოდენობით აღებული კარგად გათქვიფეთ.