ართრიტის და რევმატიზმის სამკურნალო უებარი საშუალება!

ართრიტის და რევმატიზმის სამკურნალო უებარი საშუალება!
ართრიტი - სახსრების ანთებაა რომელიც აერთიანებს 100 მეტი რევმატიული დაავადებებს და ისეთ პათოლოგიებს, რომლებიც აზიანებს სახსრებს, სახსრების გარშემო ქსოვილებს და ორგანიზმში არსებულ სხვა შემაერთებელ ქსოვილებს. დაავადების მიმდინარეობა და სიმპტომები დამოკიდებულია დაავადების სპეციფიურ ფორმაზე. როგორც წესი რევმატიულ მდგომარეობებს ახასიათებს ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა, სიმპტომები იწყება უეცრად და მწვავედ. ზოგი რევმატიული დაავადება აზიანებს იმუნურ სისტემას და შინაგან ორგანოებს!
რევმატიზმი – შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადება, რომელიც მიმდინარეობს გულის უპირატესი დაზიანებით. ავადდებიან ძირითადად ბავშვები და ახალგაზრდა ქალები,- 3-ჯერ უფრო ხშირად, ვიდრე მამაკაცები.

სახსრების ქრონიკული დაავადებებისა და რევმატიზმის მკურნალობის ჩემეული მეთოდი ასეთია:

მკურნალობის წესი:
სუფთა და ნორჩი ახალდაკრეფილი უყუნწო არყის ხის ფოთლები სქელ ფენად დააწყვეთ ბამბის ქსოვილზე. შემდეგ ყოველდღე, ძილის წინ ამ ნაჭრით შეიხვიეთ მტკივანი სახსრები. ნახვევი მანამდე უნდა გაიჩეროთ, ვიდრე ფოთლები არ დარბილდება და არ დაინამება. დილით ვიხსნი კომპრესს და საღამოს ისევ ახალი ფოთლებით ვიკეთებ. მკურნალობის კურსი ორი კვირაა. შემდეგ, დროებით მკურნალობა უნდა შეწყდეს. ზაფხულის განმავლობაში ვდილობ, რამდენიმე კურსის ჩატარება მოვასწრო. მკითხველს, ალბათ, მკურნალობის შედეგიც აინტერესებს. თითოეული კურსის შემდეგ სახსრების ანთება და ტკივილი თანდათანობით იკლებს და ყოველგვარი წამლის გარეშე თავს მშვენივრად ვგრძნობ. ზამთრის პერიოდშიც კი სახსრები იშვიათად მახსენებს თავს. მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ შედეგის მისაღებად დრო და ნებისყოფა დაგჭირდებათ. მხოლოდ რამდენიმე კურსის შემდეგ მიიღებთ სტაბილურ ეფექტს. თუ რეგულარულად იმკურნალებთ, თანდათანობით სულ უფრო ნაკლებად შეგაწუხებთ სახსრები.

ექიმის კომენტარი:
არყის ხის მერქანში, ფოთლებში, კვირტებსა და ფესვებში შემავალი მრავალრიცხოვანი ბიოაქტიური ნივთიერება ამ მცენარის მრავალმხრივ ფარმაკოლოგიურ ეფექტს განაპირობებს. მათგან აღსანიშნავია ანთების საწინააღმდეგო, ნივთიერებათა ცვლის მომწესრიგებელი, იმუნიტეტის მასტიმულირებელი, ქსოვილთა აღმდგენი და სხვა. თუმცა, კონკრეტულ შემთხვევაში, გარდა ამ სამკურნალო თვისებებისა, მნიშვნელობა აქვს კომპრესის ეფექტს, რასაც ნახვევი უზრუნველყოფს.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი