დაამარცხეთ რევმატიზმი მარტივი ხალხური რჩევებით!
რევმატიზმი ე.წ. ინფექციურ - ალერგიულ დაავადებებს ეკუთვნის. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ინფექციასთან დაკავშირებით, შემდეგ კი დაავადება გრძელდება ორგანიზმის თავისებური მომატებული რეაქციის გამო.
რევმატიზმის დასაწყისი დაკავშირებულია ორგანიზმში სტრეპტოკოკული ანთებითი კერის არსებობასთან, ჩვეულებრივ ეს არის ხახის ნუშისებრი ჯირკვლების ანთება - ქრონიკული ტონზილიტი, რომელიც დროდადრო მწვავდება. ორგანიზმი გამოუმუშავებს სტრეპტოკოკების საწინააღმდეგო იმუნურ რეაქციას და ქმნის შესაფერის ანტისხეულებს. ზოგიერთ შემთხვევაში ეს ანტისხეულები მოქმედებენ არა მარტო ბატერიაზე - სტრეპტოკოკზე, არამედ ადამიანის საკუთარი ორგანიზმის ქსოვილებზეც, მათ დაზიანებას და ანთებას იწვევენ. თუ ეს მოხდა, ვითარდება რევმატიზმი, რომელსაც ახასიათებს გაჭიანურებული მიმდინარეობა პერიოდული გამწვავებებით. რევმატიზმის დროს ორგანიზმში ზიანდება უმთავრესად შემაერთი ქსოვილისგან აგებული ორგანოები: გულის სარქველები, სახსრები და სხვა. ზიანდება აგრეთვე გულის კუნთი. ამგვარად, გული ის ორგანოა, რომელიც ყველაზე მეტად ავადდება რევმატიზმის დროს.
ხალხური მედიცინა რევმატიზმის სამკურნალოდ გირჩევთ:

- სახსრების რევმატიზმის დროს ძალიან სასარგებლოა სტაფილოს და ნიახურის წვენების ნარევის მიღება (300 გრ ნიახური, 700 გრ სტაფილო ).
- კოთხუჯის ფესურის ფხვნილს იყენებენ, როგორც გამაყუჩებელ საშუალებას რევმატიზმის, ნიკრისის ქარის და ართრიტის დროს ( ორ - ორი გრამი ).
- სახსრების რევმატიზმის დროს მიიღეთ ჩაგირი -1 ს/კ დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე, ადუღეთ 10 წთ. დაბალ ცეცხლზე, გაწურეთ.
- ჩაი ვაშლის ძმრით და თაფლით სასარგებლოა რევმატიზმის, ნიკრისის ქარის, სახსრებისა და კუნთების ტკივილის დროს ( 200 მლ მდუღარეზე აიღეთ 1 ჩ/კ თაფლი და 1/2 ჩ/კ ძმარი, მიიღეთ 2 - ჯერ დღეში).