ამ პროცედურის თითოეული კურსის შემდეგ სახსრების ანთება და ტკივილი საგრძნობლად იკლებს.
სახსრების ქრონიკული დაავადებებისა და რევმატიზმის მკურნალობის ჩემეული მეთოდი ასეთია:
სუფთა და ნორჩი ახალდაკრეფილი უყუნწო არყის ხის ფოთლები სქელ ფენად დააწყვეთ ბამბის ქსოვილზე. შემდეგ ყოველდღე, ძილის წინ ამ ნაჭრით შეიხვიეთ მტკივანი სახსრები. ნახვევი მანამდე უნდა გაიჩეროთ, ვიდრე ფოთლები არ დარბილდება და არ დაინამება. დილით ვიხსნი კომპრესს და საღამოს ისევ ახალი ფოთლებით ვიკეთებ. მკურნალობის კურსი ორი კვირაა. შემდეგ დროებით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ზაფხულის განმავლობაში ვცდილობ, რამდენიმე კურსის ჩატარება მოვასწრო. მკითხველს, ალბათ, მკურნალობის შედეგიც აინტერესებს. თითოეული კურსის შემდეგ სახსრების ანთება და ტკივილი თანდათანობით იკლებს და ყოველგვარი წამლის გარეშე თავს მშვენივრად ვგრძნობ. ზამთრის პერიოდშიც კი სახსრები იშვიათად მახსენებს თავს. მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ შედეგის მისაღებად დრო და ნებისყოფა დაგჭირდებათ. მხოლოდ რამდენიმე კურსის შემდეგ მიიღებთ სტაბილურ ეფექტს. თუ რეგულარულად იმკურნალებთ, თანდათანობით სულ უფრო ნაკლებად შეგაწუხებთ სახსრები.
ექიმის კომენტარი:
არყის ხის მერქანში, ფოთლებში, კვირტებსა და ფესვებში შემავალი მრავალრიცხოვანი ბიოაქტიური ნივთიერება ამ მცენარის მრავალმხრივ ფარმაკოლოგიურ ეფექტს განაპირობებს. მათგან აღსანიშნავია ანთების საწინააღმდეგო, ნივთიერებათა ცვლის მომწესრიგებელი, იმუნიტეტის მასტიმულირებელი, ქსოვილთა აღმდგენი მოქმედება. თუმცა, კონკრეტულ შემთხვევაში, გარდა ამ სამკურნალო თვისებებისა, მნიშვნელობა აქვს კომპრესის ეფექტს, რასაც ნახვევი უზრუნველყოფს.