2 უმარტივესი და ეფექტური რეცეპტი ართრიტის სამკურნალოდ!

2 უმარტივესი და ეფექტური რეცეპტი ართრიტის სამკურნალოდ!
ართრიტი ( სინოვიტი ) მიეკუთვნება რევმატიული ჯგუფის დაავადებას, რომლსითვისაც დამახასიათებელია მყარი და გარდამავალი სახსრის სინდრომი.
დაავადების დროს აღინიშნება სინოვიალური გარსების ანთება. მას თან ახლავს ტკივილი, შეშუპება სახსრების არეში და როგორც შედეგი - მოძრაობის შეზღუდვა. რამდენიმე სახსრის დაზიანების შემთხვევაში დაავადება "მონოოლიგოართრიტის" სახელითაა ცნობილი. თუ ზიანდება სამზე მეტი სახსარი, მაშინ ეს - პოლიართრიტია.

ართრიტის დროს რეკომენდებულია ოქროს ულვაშის ზეთით დაზელა. გარდა ამისა სახსრის არეში კარგია კომპრესის დადება.
ამისათვის რამდენიმე ფენად დაკეცილი დოლბანდი დავასველოთ ოქროს ულვაშის ნაყენში და დავიდოთ მტკივნეულ სახსარზე 2 სთ - ით. პროცედურა გავიმეოროთ დღეში 2 - ჯერ.

ასევე ეფექტურია შემდეგი რეცეპტი:
ინგრედიენტები:
  • ოქროს ულვაში 2 - 3 ფოთოლი
  • თაფლი - 250 - 300 გრ
  • ლიმონის წვენი - 3 ს/კ

მომზადების და გამოყენების წესი:
ოქროს ულვაშის ფოთლებისგან გამოწურეთ წვენი და შეურიეთ მას დანარჩენი ინგრედიენტები. მიღებული ნარევი მიიღეთ 1 ს/კ 2 - ჯერ დღეში, ჭამამდე 40 წთ - ით ადრე. მკურნალობის კურსი 10 დღე.
სტატიის წყარო:საოჯახო აფთიაქი