ალკოჰოლი რევმატოიდული ართრიტისგან იცავს! ასეთი დასკვნა გამოიტანეს შვედმა მეცნიერებმა

ალკოჰოლი  რევმატოიდული  ართრიტისგან  იცავს! ასეთი დასკვნა გამოიტანეს  შვედმა  მეცნიერებმა
ალკოჰოლის რეგულარული მიღება ხელს უშლის რევმატოიდული ართრიტის განვითარებასო, - ასეთი დასკვდა გამოიტანეს შვედმა მეცნიერებმა, რომლებიც ამ დაავადების განვითარებაზე მემკვიდრეობითი და გარეგანი ფაქტორების გავლენას იკვლევდნენ.
რევმატოიდული ართრიტი შემაერთებელი ქსოვილის ქრონიკული სისტემური დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია წვრილი სახსრების აუტანელი ტკივილი. მარტო დიდ ბრიტანეთში ეს დაავადება დაახლოებით 400 ათას ადამიანს აქვს. კაროლინის ინსტიტუტის მეცნიერთა მიერ ჩატარებულ გამოკვლევებში მონაწილეობა მიიღო 2750 - მა ადამიანმა, რომელთა ნაწილი რევმატოიდული ართრიტით იყო დაავადებული, ნაწილი კი ჯანმრთელი გახლდათ.



მონაწილეები ალკოჰოლისა და სიგარეტის მოხმარების შესახებ გამოკითხეს. გარდა ამისა, გამოიკვლიეს მათი დნმ იმ გენების მდგომარეობის დასადგენად, რომლებიც რევმატოიდული ართრიტის განვითარებას უწყობს ხელს. გაირკვა, რომ მათ, ვინც კვირაში ხუთ და მეტ დრინქს იღებდა (1 დრინქი 16 გრამ სუფთა ალკოჰოლს უდრის ). რევმატოიდული ართრიტი 1,5 - ჯერ უფრო ო იშვიათად უვითარდებოდა, ვიდრე მათ, ვინც საერთოდ არ ეკარებოდა ალკოჰოლს. ამასთანავე, ამგვარი დამოკიდებულება შეიმჩნეოდა როგორც მამაკაცებში, ისე ქალებშიც.
ალკოჰოლის დამცავი ეფექტის მიზეზი უცნობია. ვარაუდობენ, რომ სასმელი თრგუნავს აუტოიმუნურ პროცესებს, რომლებიც ართრიტის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:იცნობდე რათა დაამარცხო