კამა თავისი სამკურნალო თვისებებით უნიკალურია, გულის უკმარისობის და სტენოკარდიის შეტევების დროს!
კამა - პანაცეა მრავალი დაავადებისგან. უფრო ზუსტად - ქრონიკული გულის უკმარისობის მკურნალობისთვის, სტენოკარდიის შეტევების პროფილაქტიკისა და სპაზმებისა და ტკივილების მოხსნისათვის ნაწლავებში. კამა თავისი უნიკალური თვისებებით უნიკალურია. მასში ასკორბინის მჟავისა და რკინის მარილების სიჭარბე ხდის მას შეუცვლელს სისხლნაკლებობით დაავადებულთათვის, მძიმე ტრავმების შემდეგ სამკურნალო კვებაში.
- ბალახი, ნაყენი და გამონახარში ახალი და ხმელი კამისაგან შეიძლება გამოვიყენოთ ჰიპერტონიის საწყისი ფორმების მკურნალობისთვის, რადგანაც კამა აქვეითებს არტერიულ წნევას სისხლძარღვების რამდენადმე გაფართოების ხარჯზე, ამაგრებს მათ კედლებს, ზრდის შარდის გამოყოფას. კალიუმის მარილები ამ მცენარის ახდენს ანტიარითმულ ზემოქმედებას გულის შეცვლილ რითმზე, აძლიერებს და ამსუბუქებს დაღლილი გულის მუშაობას გულის კუნთში ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესების ხარჯზე.
- ერთი ჩაის კოვზი გამხმარი კამის ბალახის ფხვნილი, მიღებული ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ახდენს ძილისმომგვრელ და დამაწყნარებელ მოქმედებას.
- კამის თესლები აგრეთვე აუმჯობესებენ მადას, აძლიერებენ კუჭის ჯირკვლებისა და კუჭქვეშა ჯირკვლის სეკრეტორულ მოქმედებას, ზრდიან ნაღვლის გამოყოფას. ხსნიან ნაწლავის შებერილობას, ტკივლებს ნაწლავის კოლიკების დროს.
- კამა სხვა სამკურნალო მცენარეებთან კომბინაციაში გამოიყენება სასუნთქი გზების დაავადებების მკურნალობისთვის, აძლიერებენ რძის გამოყოფას ჩვილ ბავშვიან ქალებში.
- ნაწლავების შებერილობისას, მასში სპაზმებისა და ტკივლების დროს გამოიყენება ასეთი ნაყენი:
ერთი ს/კ კამის თესლს აყენებენ ერთ ჭიქა ადუღებულ წყალზე, სვამენ ორჯერ დღეში ჭამის წინ. ბავშვები - 1 - 2 კოვზს, მოზრდილები - ნახევარ ჭიქას.