მიოკარდიუმის ინფარქტის სამკურნალო მცენარეული საშუალებები

მიოკარდიუმის ინფარქტის  სამკურნალო მცენარეული საშუალებები
იშვიათ შემთხვევებში მიოკარდიუმის ინფარქტი ვითარდება ტკივილების გარეშე და მჟღავნდება სწრაფად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა უკმარისობის სიმპტომებით. ეს უფრო ხშირად აღინიშნება ხანში შესულებსა და მოხუცებში, რომლებიც მეტ-ნაკლებად, კარდიოსკლეროზის ფონზე, დიდხანს იტანჯებიან მიოკარდიუმის დაზიანების გამო. ასეთი ვარიანტი, ასევე არაიშვიათად გვხვდება განმეორებითი ინფარქტის დროს.
იმის შემდეგ, რაც მწვავე ტკივილების შეტევა გაივლის, ავადმყოფის მდგომარეობა რამდენადმე უმჯობესდება, მაგრამ 2-3 დღის შემდეგ გამოვლინდება სისხლის მიმოქცევის მოშლის ნიშნები.

მცენარეული რეცეპტები:
  • ნათესი ძირთეთრა კამა. ძირთეთრა კამას პრეპარატები კარგი სპაზმოლიზური საშუალებებია, ასევე მსუბუქად აქვეითებენ არტერიულ წნევას და აფართოებენ გულის სისხლძარღვებს.
    სამკურნალწამლო ნედლეულს წარმოადგენს ძირთეთრა კამას ძირხვენები და თესლი. მათგან ამზადებენ ფუროკუმარინის ტაბლეტებს, რომელსაც ღებულობენ გულის იშემიური დაავადების დროს (თითო ტაბლეტი 4 -ჯერ დღეში).

  • თხილი. ამ მცენარის პრეპარატები აფართოებენ გულის სისხლძარღვებს და ამიტომ ნაჩვენებია იშემიური დაავადების ყველა სახის დროს. ნაყენები ( წყალზე, თუ სპირტზე) აქვეითებენ არტერიულ წნევას, მოქმედებენ ნერვულ სისტემაზე, როგორც დამამშვიდებელი საშუალება და მიოკარდიუმის ინფარქტისა და სტენოკარდიის დროს აძლიერებენ ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მოქმედებას. ნაყენი: 1 ს/კ გამხმარ და დაქუცმაცებულ ფოთლებს ან ქერქს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე, დავაყენოთ 1 სთ - ით თბილ ადგილას და მივიღოთ 2-2 ს/კ. დღეში 3-4-ჯერ.

  • გულის მუშაობის გასაუმჯობესებლად: ვურევთ თანაბარი რაოდენობით ასკილის გამხმარ ნაყოფს, წითელ ჭნავს (ცირცელი),კუნელს, ძახველს, ქიშმიშს, ჭერამის ჩირს. ვასხამთ 1 ჭიქა ამ ნაკრებს 1 ლიტრ მდუღარეს და ვაყენებთ ღამით თერმოსში. ეს მთლიანად მიიღეთ დღის განმავლობაში ყლუპებით, ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

  • გულის მუშაობის გასაუმჯობესებლად: დაასხით 3 წილი არაყი 2 წილ წიწმატურას ბალახს (მოცულობით და არა მასით), დააყენეთ 9 დღე და გაწურეთ. მიიღეთ 20-20 წვეთი (მიაყოლეთ ერთი კოვზი წყალი) 3-ჯერ დღეში, 3-4 კვირის განმავლობაში.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი