ნაღვლის ბუშტის გაღიზიანებას შეგიძლიათ ქონდარის და კამის ნახარშით უმკურნალოთ!
თუ არადიეტური საკვების მიღებისას გეშლებათ კუჭი, როგორც ჩანს, თქვენ ნაღვლის ბუშტი გაწუხებთ - გაქვთ ქოლეცისტიტი. ამისთვის კი ძალიან კარგია ქონდარი და კამა.
ქონდარის ნახარში:
ჩვეულებრივი ქონდარი მოხარშეთ, დაშაქრეთ და სვით დღეში 3 - 4 - ჯერ 50 გრამი, 10 დღის განმავლობაში. ბევრი არ სვათ, თორემ სმენა დაგიქვეითდებათ.
კამის ნახარში:
ერთი სუფრის კოვზი თესლიანი კამა წამოადუღეთ 2 ჩაის ჭიქა წყალში და მიიღეთ დღეში 3 - 4 - ჯერ ღვინის ჭიქით, ჭამამდე 10 - 15 წუთით ადრე. იგი შველის შევერილობას და არჩენს ქოლეცისტიტს.
ორივე გამოცდილია და კარგი შედეგი აქვს. ჯერ ქონდარი სინჯეთ. შეგიძლიათ ორივე ერთადაც მიიღოთ.
ექიმის კომენტარი:
ცნობილია, რომ ქონდარში არის თიმოლის შემცველი ეთეროვანი ზეთი და მთრიმლავი ნივთიერებები.
ხალხურ მედიცინაში მას იყენებენ, როგორც ამოსახველებელ, ანთების საწინააღმდეგო საშუალებას - ეფექტიანია მწვავე და ქრონიკული ბრონქიტების, ტრაქეიტების, პნევმონიების დროს. გარდა ამისა, ქონდარს აქვს შარდმდენი და ნაღველმდენი მოქმედება. სწორედ ამ უკანასკნელთან უნდა იყოს დაკავშირებული მისი ეფექტი ქოლეცისტიტის მკურნალობისას.
კამა აძლიერებს კუჭ - ნაწლავის სეკრეციას, აქვს ნაღველმდენი, სპაზმოლიზური, შარდმდენი მოქმედება, არეგულირებს ნაწლავთა მოტორიკას, აქვს ანტიბაქტერიული ეფექტი.
გარდა ამისა, კამის ნაყენი დამამშვიდებლად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. აქვს კორონარების ( გულის მკვებავი სისხლძარღვების ) და პერიფერიული სისხლძარღვების გამაფართოებელი ეფექტი. აუმჯობესებს მადას. ინიშნება კუჭ - ნაწლავის დისფუნქციის, სპაზმების, მეტეორიზმის ( გაზების ), სპაზმური კოლიტების დროს.
კამა აუმჯობესებს საჭმლის მონელებას; გარდა იმისა, რომ მისი ნაყენი ამოსახველებელი საშუალებაა, აუმჯობესებს ლაქტაციას ( რძის გამოყოფას ) მეძუძურ დედებში.