15 საბჭოური ხრიკი, ანუ როგორ გვასწავლიდნენ კერძების მომზადებას. თქვენც ხომ არ იყენებთ მათ დღემდე?

15 საბჭოური ხრიკი, ანუ როგორ გვასწავლიდნენ კერძების მომზადებას. თქვენც ხომ არ იყენებთ მათ დღემდე?
ჩვენი რედაქცია არც თუ ისე შორეულ წარსულში დაგაბრუნებთ, ზოგიერთი კულინარიული ხრიკების საწყისში. უამრავ ოჯახში მოიპოვებოდა წიგნი ”ჯანსაღ და სასარგებლო საკვებზე”, რომლის თანაავტორი გახლავთ ვილიამ პოხლებკინი - კულინარიის უმსხვილესი მცოდნე.

ჩვენ თავი მოვუყარეთ უდიდესი კულინარის რამდენიმე რჩევებს, რომლებითაც საბჭოთა პერიოდში ჩვენი დედები და ბებიები ხელმძღვანელობდნენ და რომლებსაც დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა.

საბჭოთა კულინარიული ხრიკები

1. სამზარეულოში შესვლისას, პირველ რიგში დადგით გაზქურაზე წყლით სავსე ქვაბი, თუნდაც ჯერ არ გქონდეთ გადაწყვეტილი, რას მოამზადებთ. დროთა განმავლობაში, ეს რჩევა გამოგადგებათ და სათანადოდ დააფასებთ.

2. ყურადღებით წაიკითხეთ რეცეპტი ბოლომდე, დაგეგმეთ ქმედებების თანმიმდევრობა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ მომზადება.

3. მომზადებამდე აწონეთ და გაზომეთ ყველა საჭირო ინგრედიენტი, შემდეგ დააწყვეთ მაგიდაზე.




4. ჭურჭელი და სხვა მოწყობილობებიც წინასწარ უნდა მოამზადეოთ, შემდეგ რომ არ მოგიწიოთ კარადებში ქექვა.

5. თუ რაიმეს ხარშავთ, ახლოს დადგმულ ქვაბებსა და სხვა ჭურჭელს თავსახურავი დააფარეთ, ცხიმი რომ არ მოხვდეს.



6. ჩაი, ყავა, სუნელები, სოდა, ძმარი - მინის ჭურჭელში უნდა შეინახოთ, რომელიც ჰერმეტულად კარგად იხურება.



7. ნუ ადუღებთ წყალს, წვნიანებსა და კომპოტებს დიდ ხანს. როგორც კი წამოდუღდება, უკელით ცეცხლს.

8. ბულიონები და წვნიანები თავსახურავის გარეშე მოხარშეთ და დროდადრო მოაცილეთ ქაფი.

9. ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც უნდა მოხარშოთ, ჩაყარეთ მდუღარე მარილიან წყალში.

10. პანირებისთვის გამოიყენეთ კარგად გამომშრალი ფქვილი, წვრილად დაფქული ორცხობილები.

11. მომზადებამდე ბრინჯი რამდენჯერმე გამოავლეთ მარილწყალში.



12 მურაბები მოხარშეთ შესვენებებით, მიაქციეთ ყურადღება, რომ ფერი მკვეთრად არ გამოირჩეოდეს არჩეული ხილისგან ან კენკრისგან.

13. შესაწვავად გამზადებული პროდუქტები კარგად გაამშრალეთ, ეს ეხება როგორც ხორცსა და თევზს, ასევე ბოსტნეულს.

14. არსებობს სადღესასწაულო მენიუს შერჩევის კლასიკური წესი: 3 ან 4 ჯერზე მისართმევი პროდუქტები არ უნდა მეორდებოდეს. მაგალითად, თუ სალათში კარტოფილია, გარნირად კარტოფილის ან პირველზე კარტოფილის წვნიანის მირთმევა - ცუდი იდეაა.

15. სანამ რაიმე ინგრედიენტს გამოაცხობთ, მოხარშავთ ან შეწვავთ, დარწმუნდით, რომ მას უცხო სუნი არ ასდის ან რაიმე დეფექტი ხომ არ აქვს.