ქათამი ბულგარული წიწაკის ”ფიალებში”
FPAPARAZZI-ი გირჩევთ ეს კულინარიული შედევრი აუცილებლად მოამზადოთ. ყურადღებით წაიკითხეთ რეცეპტი და შეუდეგით მომზადებას.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელიად მიირთვით
საჭირო მასალა:
- დიდი ზომის ბულგარული წიწაკა- 4-5 ცალი
- ქათმის შებოლილი ბარკალი- 1 ცალი
- სოკო- 300გ
- პომიდორი- 2 ცალი
- სტაფილო- 1 ცალი
- ხახვი- 2 ცალი
- მაგარი ყველი-100-150გ
- კამა, სუნელები, მარილი და წიწაკა გემოვნებით
- მცენარეული ზეთი ზემოდან წასასმელად
მომზადების წესი:
- ბულგარული გაყავით ორ ნაწილად- ისე, რომ თითოეულ მათგანს შერჩეს ყუნწი და მოაშორეთ თესლი.
- ხახვი,სოკო და ქათმის ხორცი დაჭერით წვრილ კუბებად.
- პომიდორს დაასხით ცხელი წყალი და გააჩერეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში, შემდეგ მოაშორეთ კანი და წვრილად დაჭერით.
- ყველი გახეხეთ, ხოლო კამა წვრილად დაჭერით.
- წიწაკები 3 წუთით მოწალეთ მდუღარე წყალში.
- ამოიღეთ და აცადეთ გაგრილება.
- დაჭრილი ხახვი და სტაფილო მოთუშეთ დაბალ ცეცხლზე და დაუმატეთ სოკო.
- დატოვეთ ცეცხლზე სანამ ბოსტნეული მზად არ იქნება.
- შემდეგ დაუმატეთ ქათმის ხორცი, პომიდორი, მწვანილი, სუნელი, მარილი და წიწაკა.
- ყველაფერი კარგად აურიეთ და დატოვეთ ცეცხლზე 5 წუთით.
- ბოლოს დააყარეთ გახეხილი ყველის ნაწილი და გამორთეთ. შიგთავსი მზადაა.
- ცხიმწასმულ საცხობ ფორმაზე დააწყვეთ გაჭრილი ბულგარულები, გაავსეთ გულსართით.
- აცხვეთ 180-200 გრადუზე გახურებულ ღუმელში 30 წუთის განმავლობაში.
- შემდეგ მოაყარეთ ცოტა გახეხილი ყველი და კამა. ისევ შეაბრუნეთ ღუმელში 10 წუთით.
გემრიელიად მიირთვით