მსოფლიო კულინარიის გურუს საიდუმლოებები. აი, როგორ ამზადებს კერძებს ჯეიმი ოლივერი!
თუნდაც არ იცნობდთ ჯეიმი ოლივერის შემოქმედებას, მისი კულინარიული რჩევები მაინც აუცილებლად გამოგადგებათ.
ჯეიმი ოლივერის კულინარიული რჩევები:
ჯეიმი ოლივერის კულინარიული რჩევები:
- თუკი სუფრასთან კარტოფილი მიგაქვთ, დაჭრილი მწვანილი თერმულად დამუშავების შემდეგ მოაყარეთ.
- კრაბის ხორცი გაამდიდრეთ გრეიპფრუტის წვენით - შესანიშნავი წასახემსებელი მზად არის! მიირთვით მაკარონთან ერთად, ან გააკეთეთ ბუტერბროდი.
- შეწვამდე თევზს წაუსვით ზეთი, ხოლო ტაფას აღარ დაასხათ ცხიმი.
- კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ ორთქლზე.
- ნიორის დაქუცმაცებამდე გამოიყენეთ შემდეგი ტრიუკი: ჯერ დაჭერით დანით, შემდეგ მოაყარეთ მ არილი და დაჭყლიტეთ.
- სანამ სტეიკს შეწვავდეთ, ამოავლეთ ხორცი ფქვილში, რათა ხრაშუნა კანი გაიკეთოს.
- მოხარშული კარტოფილი სალათისთვის დაჭერით, სანამ ცხელია.
- რიზოტოს ამზადებთ? დაუმატეთ ხარშვისას ცოტაოდენი ვერმუტი.
- სანამ გრილის ცხაურზე თევზს შესაწვავად დადებდეთ, წაუსვით მარილი, ასე ცხაურზე თევზი არ დაეკრობა.
- იმისათვის, რომ მოხრაკული ხახვის სუნი მთელ სახლს არ გაუჯდეს, დაუმატეთ მოხრაკვის დროს ცოტაოდენი მარილი და შეწვით ბოსტნეული დაბალ ცეცხლზე.
- იმისათვის, რომ ლიმონიდან ან ლაიმიდან მაქსიმალურად ბევრი წვენი გამოწუროთ, წინასწარ შეათბეთ ციტრუსი, შემდეგ მაგიდაზე ხელის დაწოლით აგორავეთ.
- სოკოს მარილი სულ ბოლოს დაუმატეთ.
- ჭარხალი მოხარშეთ მარილწყალში.
- ბადრიჯნის მომზადების ყველაზე სწრაფი მეთოდია - ორთქლზე.
- ფორთოხალი შოკოლადის გემოს ამძაფრებს .
- რძეში ლიმონის ცედრის დამატებით უგემრიელეს ხაჭოს მუსს მიიღებთ.