11 კულინარიული ხრიკი, რომელიც სამზარეულოს დედოფლად გაგრძნობინებთ თავს!

11 კულინარიული ხრიკი, რომელიც სამზარეულოს დედოფლად გაგრძნობინებთ თავს!
ალბათ დამეთანხმებით, რომ სამზარეულოში ტრიალისთვის პატარა ხრიკების ცოდნა საჭირო და აუცილებელია. თითოეულ დიასახლისს სურს ხანმოკლე დროში შეძლოს უგემრიელესი კერძების მომზადება, თანაც ისე, რომ სამზარეულოში სისუფთავე შეინარჩუნოს. სწორედ ამიტომ, შემოქმედებითი ნიჭის მქონე მზარეულები საკუთარ ფანტაზიას 100%_ით იყენებენ და უამრავ გასაოცარ ხრიკს იგონებენ.

''Fpaparazzi''_ის რედაქცია გთავაზობთ 11 სასარგებლო რჩევას, რომელიც სხვადასხვა პრობლემების გადაჭრაში დაგეხმარებათ. ამ ხრიკების ცოდნის შემთხვევაში, თქვენ სამზარეულოს დედოფლად იგრძნობთ თავს!

1. თუ თქვენ ხშირად გიწევთ მაცივარში თბილი საჭმლის შენახვა, დატოვეთ კონტეინერის თავსაფარი ნახევრად ღია, რათა საკვები მალე გაცივდეს და არ გაფუჭდეს.

11 კულინარიული ხრიკი, რომელიც სამზარეულოს დედოფლად გაგრძნობინებთ თავს!

2. იქამდე, სანამ უმი ხორცის თხელ ფენებად დაჭრას დაიწყებთ, მოათავსეთ ის მაცივარში 1 საათით ადრე.



3. ხელებიდან ნივრის აუტანელი სუნის მოსაშორებლად, გაიწმინდეთ ის კოვზით, რომელიც უჟანგავი მეტალისგანაა დამზადებული.



4. პოპკორნის მიკროტალღურ ღუმელში მომზადება გაცილებით მარტივი, პრაქტიკული და უსაფრთხოა. გამოიყენეთ მინის ჭურჭელი.



5. იმისთვის, რომ დაადგინოთ აიღეთ თუ არა საკმარისი რაოდენობით წყალი ბრინჯის მოსახარშად, გამოიყენეთ საჩვენებელი თითი! ბრიჯის დონე უნდა ფარავდეს თითის პირველ ფალანგს, ხოლო წყლის დონე - მეორე ფალანგს.



6. იმისთვის, რომ კარტოფილი მალე მომზადდეს, დახვრიტეთ ის ჩანგლის გამოყენებით და მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში 4 წუთით ადრე უგემრიელესი კერძის მომზადებამდე.



7. ჭურჭლის წებოვანი ინგრედიენტებისთვის გამოყენებამდე წაუსვით მას მცენარეული ზეთი. ასე მათი გარეცხვა გაცილებით მარტივი იქნება!



8. იმისთვის, რომ მიიღოთ ქაფი რძისგან, ანჯღრიეთ ქილა 30 წამის განმავლობაში და მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში 30 წამით.



9. ხილის ან კენკრის ნაჭრებით ნამცხვრის მორთვამდე ამოავლეთ ისინი ფქვილში. ასე თქვენ შეძლებთ ნამცხვარზე ხილის თანაბრად განაწილებას.



10. იმისთვის, რომ სწრაფად გაყინოთ ხორცი, დააბერტყელეთ ის რაც შეიძლება თხელ ფენად.



11. ბოსტნეული და ხორცი გაცილებით სწრაფად მზადდება, თუ მათ დიაგონალურად დაჭრით.