სარძევე ჯირკვლიდან გამონადენის გაჩენის 8 მიზეზი.
ძუძუდან გამონადენი ქალებს აფრთხობს, არადა სარძევე ჯირკვლის კიბო იშვიათად აჩენს გამონადენს. პათოლოგიური გამონადენი უმეტესად სხვა, ნაკლებად საშიში დაავადების მანიშნებელია, თუმცა მკურნალობა მასაც სჭირდება. ძუძუ ჯირკვალია, ამიტომ ზოგჯერ იგი გამოიმუშავებს სეკრეტს, რომელიც ორსულობასა და ძუძუთი კვებას არ უკავშირდება. ის ქალების 3 - 8 % - აღენიშნება, თუმცა რეალური რიცხვი გაცილებით დიდია, რადგან სარძევე ჯირკვლიდან რეგულარულად ყველა როდი ისინჯავს. სარძევე ჯირკვლიდან გამონადენი უპირატესად რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის არის დამახასიათებელი.
ქვემოთ ვისაუბრებთ, რას წარმოადგენს სინამდვილეში სარძევე ჯირკვლიდან გამონადენი.
სარძევე ჯირკვლიდან გამონადენის გაჩენის მიზეზები.
სარძევე ჯირკვლიდან გამონადენი უნებლიეც შეიძლება იყოს და ზეწოლის შედეგადაც გაჩნდეს. ის სხვადასხვაგვარია: სქელი და თხიერი, რძისმაგვარი, მოყვითალო, ქარვისფერი, მწვანე ან ყავისფერი, რიგ შემთხვევაში - სისხლიანი.
გამონადენი შესაძლოა იყოს ნორმალური და პათოლოგიური.
ნორმალური გამონადენი ქალის განსაზღვრულ ფიზიოლოგიურ მდგომარეობას უკავშირდება და თავისთავად წყდება, პათოლოგიური კი დაკავშირებულია ქალის ორგანიზმში მიმდინარე ისეთ პათოლოგიურ პროცესებთან, როგორებიცაა:
ნორმალური გამონადენი ჩნდება მენსტრუაციული ციკლის მეორე ფაზაში. ფიქსირდება ფიზიოლოგიური გამონადენი, რომელიც თავს იჩენს როგორც მექანიკური, ისე თერმული ფაქტორის ზემოქმედების შედეგად, მაგალითად, ბანაობის შემდეგ, როდესაც მაღალი ტემპერატურის გავლენით სადინარებნი ფართოვდება. აღნიშნულ სიტუაციებს ჩვენ საგანგაშოდ არ მივიჩნევთ.

- ფიბროკისტოზური მასტოპათია;
- ინტრადუქტური ანუ სადინარშიდა პაპილომა;
- სარძევე ჯირკვლის სადინართა ექტაზია;
- ფარისებრი ჯირკვლის თანმხლები დაავადებანი;
- სარძევე ჯირკვლის სიმსივნე;
- ჰიპოფიზის სიმსივნე;
- აბსცესი;
- ტრავმა.