მკერდის თვითპროფილაქტიკა
ჯანმრთელი და ლამაზი მკერდის შესანარჩუნებლად, ქალი ვალდებულია, მონიტორინგი აწარმოოს. პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, ნებისმიერი პათოლოგიის გამოვლენაში თვითგასინჯვა დაგეხმარებათ.
სარძევე ჯირკვლების თვითგასინჯვისთვის საუკეთესო პერიოდი მენსტრუაციის დაწყებიდან 7-10 დღეა.
დადექით სარკესთან და სარძევე ჯირკვლები გულდასმით დაათვალიერეთ. ნახეთ, ხომ არ აღგენიშნებათ კანის შეწითლება ან ჩაღმავება. დააკვირდით, ხომ არ არის შეცვლილი რომელიმე ძუძუს ფორმა . შეამოწმეთ ლიფიც. ვინიცობაა და მასზე თეთრი კვალი შეამჩნიოთ. ეს გამონადენის ნიშანია და სასწრაფოდ მამოლოგთან ვიზიტს ითვალისწინებს.
მარჯვენა სარძევე ჯირკვლის ხელით გასინჯვის დროს მარჯვენა ხელი ზევით ასწიეთ, მტევანი თავქვეშ ამოიდეთ და მარჯვენა ხელის თითები ძუძუს გარშემო წრიულად ამოძრავეთ. შემდეგ კი ძუძუს თავს თითები მოუჭირეთ და შეამოწმეთ, გექნებათ თუ არა გამონადენი.
თვითგასინჯვა მწოლიარე მდგომარეობაშიც შეიძლება. ტექნიკა იგივეა, მხოლოდ თავქვეშ ბალიში ამოიდეთ, რათა გულმკერდმა ცოტა მაღლა ამოიწიოს.
ბოლოს კი, მკერდის შემოწმება შხაპის მიღების პროცესშიც არის შესაძლებელი. საპნიანი თითებით სველ ზედაპირზე მოძრაობა და კვანძოვანი წარმონაქმნების აღმოჩენა საკმაოდ მარტივია.
ნებისმიერი საეჭვო ნიშნის აღმოჩენისთანავე მიმართეთ ექიმს.