როდის უნდა ჩავთვალოთ სასქესო ორგანოებიდან გამონადენი ნორმალურად?!
სასქესო ორგანოებიდან გამონადენი ერთ - ერთი ყველაზე ხშირი ჩივილია, რომლის გამოც ქალები იძულებული ხდებიან, გინეკოლოგს მიმართონ. ქვემოთ ვისაუბრებთ იმაზე, თუ როდის არის ის ფიზიოლოგიური და როდის - პათოლოგიური.
როდის უნდა ჩავთვალოთ სასქესო ორგანოებიდან გამონადენი ნორმალურად?
ჩვენი ორგანიზმის ყველა ლორწოვანი გარსი შეიცავს დიდი რაოდენობით ჯირკვლებს, რომლებიც გამოიმუშავებს ამა თუ იმ სეკრეტს, ძირითადად ლორწოს. ამ მხრივ გამონაკლისს არც ქალის საშოს ლორწოვანი წარმოადგენს. საშო მუდმივად შეიცავს ლორწოს, რომელიც საშვილოსნოს ყელის ჯირკვლებიდან, საშოს ეპითელიუმიდან და ნორმალური საშოს ფლორიდან გამოიყოფა. 12 - 50 წლის ქალიშვილებისა და ქალების ნორმალური მიკროფლორა უპირატესად რძემჟავა ბაქტერიებისგან შედგება.
სასქესო ორგანოებიდან მცირე გამონადენი ყველა ასაკის ქალისთვის ჩვეული მოვლენაა. გამონადენის რაოდენობა დამოკიდებულია საშოშო ამა თუ იმ მიკროორგანიზმის სიჭარბეზე. ქალის სასქესო ორგანოებიდან გამონადენი ნორმალურია, თუ მისი რაოდენობა დღე - ღამეში არ აღემატება 2 მლ - ს, არის ლორწოვანი კონსისტენციისა, უფერული ან რძისფერი, ავლენს მჟავა რეაქციას და არ აქვს უსიამოვნო სუნი. ნორმალური გამონადენი ქალს განსაკუთრებულ დისკომფორტს არ უქმნის. არსებობს ფაქტორები, რომლებიც გამონადენის რაოდენობას ზრდის, კერძოდ:
როგორ მოვიქცეთ თუ გამონადენი საეჭვოდ გვეჩვენება?
ქალის ჯანმრთელობა მისი შვილების ჯანმრთელობის საფუძველია. ჯანმრთელ ქალს არ უნდა აწუხებდეს ქავილი, წვა, არ უნდა ჰქონდეს ისეთი გამონადენი, რომელიც მენსტრუალური ციკლის ფაზისთვის დამახასიათებელი არ არის. თუ შეამჩნიეთ უჩვეულო გამონადენი საშოდან, მის შეწყვეტამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს. საქმე ის არის, რომ დაავადება თავისით არ იკურნება, თუნდაც გამონადენი ალაგდეს. საეჭვო ნიშნებია ძლიერი ქავილი საშოს მიდამოში, გამონადენი არის ხაჭოსებრი, მოყვითალო ან მწვანე, თევზის ან საფუარის მკვეთრი სუნი, წყლულები, ბუშტუკები და სხვა სახის გამონაყარი საშოს ირგვლივ ან შორისის მიდამოში, ტკივილი სქესობრივი აქტის ან შარდვის დროს.

- სტრესი;
- ორსულობა;
- სქესობრივი აღგზნება;
- ორალური და საშოსშიდა კონტრაცეპტივების გამოყენება;
- ოვულაცია ( საკვერცხიდან კვერცხუჯრედის გამოსუფთავება ).