ჰორმონალური დისბალანსის 12 ნიშანი, რომელსაც თითქმის ყველა იგნორირებას უკეთებს

ჰორმონალური დისბალანსის  12 ნიშანი, რომელსაც თითქმის ყველა იგნორირებას უკეთებს
ჰორმონები ადმიანის საერთო ჯანმრთელობაზე აგებენ პასუხს. თუმცა მათი იგნორირება ხდება იქამდე, სანამ სერიოზულ პრობლემას არ წააწყდება ადამიანი.

ჰორმონების დისბალლანსმა კი შეიძლება ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის დროს, შეგიშალოთ ხელი და ვერ შეძლოთ თუნდაც თქვენ სამუშაო პოტენციალის სრულფასოვნად გამოეყენების უნარი.

ამგავრმა პრობლემებმა თავის მობეზრება იციან, თუმცა თავიდან რით არის გამოწვეული შეიძლება არც იცოდნენ.

საჭიროა იცოდეთ სიმპტომები რომელიც ჰორმონალურ დისბალანსს ახლავს. 12 პრობლემა რომელიც გგონიათ რომ ნორმალურია და ყველას აწუხებს, სულაც არ არის უგულვებელსაყოფი და სწორედ ჰორმონებთან კავშირში შეიძლება იყოს.

1. ქრონიკული დაღლილობა

ყველა ადამიანი პერიოდულად გრძნობს დაღლილობას, მაგრამ თუ ეს შეგრძნება პერმანენტულ სახეს იძენს, მაუწყებელია იმისა რომ თქვენ ჰორმონალური დისბალანსის პრობლემის წინაშე დგახართ. ზომაზე მეტი პროგესტერონის გამომუშავებისას ადამიანს ქრონიკული გამოუძინებლობიის შეგრძნება ექნება.

ძილთან დაკავშირებული პრობლემა ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციითაც შეიძლება იყოს გაოწვეული. ამსი გაგება კი სისხლის ანალიზების ჩატარებით არის შესაძლებელი.

2. უძილობა

რა თქმა უნდა სისხლში პროგესტერონის დონე შეიძლება ძალიან დაბალიც იყოს. თუ ამგვარ პრობლემასთან გაქვთ საქმე, რა თქმა უნდა უძილობაც შეგაწუხებთ.

3. მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები

სისხლში პროგესტერონების და ესტროგენების დონის ცვლილება მეხსიერებაზე ახდენს გავლენას, თუმცა ამ პრობლემას ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებიც იწვევს. ასეთ დროს ექიმის კონსულტაციაა აუცილებელი.

4. გამუდმებული გამონაყარი სახეზე

ქალბატონებში ხშირია ციკლის წინა პერიოდში კანზე გამონაყარის გაჩენა, მაგრამ თუ კანი გამუდმებულად გაღიზიანებულია და მასზე აკნეს ტიპის გამონაყარია, სისხლში ანდროგენების მაღალი დონის არსებობასთან კავშირშიც შეიძლება იყოს. რაც ცხიმოვანი ჯირკვლების აქტიურ რეჟიმში მუშაობას იწვევს, შემდეგ მათი ორგანიზმიდან გამოდევნა ვერ ხერხდება და ფორებში იყრის თავს.

ზემოთ განხილული ოთხი მიზეზი სხეულის სხვა ზონებშიც შეიძლება იყოს გამოხატული ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა და სხვა პრობლემების სახით.

5. მუცელთან არსებული პრობლემები

მუცლის ხშირი ტკივილი, შებერილობა ან გულის რევის შეგრძნება. ჰორმონაური ცვლილებებისას მუცლის არე ხდება მგრძნობიარე.

არ არის გამორიცხული მუცლის ტკივილის გარდა, კიდევ სხვა რამე გაწუხებდეთ, რაც უშუალოდ ჰორმონალური დისბალანსისაგან შეიძლება აიყოს გამოწვეული.

6. თავის ტკივილები

ტკივილი ბევრი რამისაგან შეიძლება იყოს გამოწვეული. მაგრამ თუ თავის ტკივილი ერთსა და იმავე დროს ან ერთსა და იმავე თვეს იწყება, მაუწყებელია იმმისა რომ სისხლში ესტროგენების დონე ძალიან დაბალია.



7. ცვლილება მკერდის არეში

ეს პუნქტი კარგად გასათვალისწინებელია. მოსინჯვისას თუ მკერდი ჩვეულებრივზე ნაკლებად მკვრივია ნიშნავს, რომ ესტროგენის დონე დაწეულია. ხოლო თუ ჩვეულზე მეტად იგრძნობა სიმკვრივე - ესტროგენების დონის აწევაზე მეტყველებს და საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

8. არა რეგულარული ციკლი

თუ ციკლის თარიღები ყოველ თვეში გაურკვევლად იცვლება, ან ხანდახან საერთოდ წყდება, ნიშნავს რომ ესტროგენების ან პროგესტერონების დონე ან ძალიან მაღალი და პირიქით - დაბალი გაქვთ.

9. წამოხურება და ღამე ოფლიანობა

ყველა ქალმა იცის რამდენად არასასიამოვნოა მენოპაუზის მოახლოების პერიოდი. ყოველივე ეს კი ესტროგენების დაწევასთანაა კავშირში.

10. ხასიათის ხშირი ცვალებადობა ან დეპრესია

ესტროგენების ცვალებადობა შეიძლება დოპამინომის ან სეროტონინის ქიმიურ შემცველობაზე იყოს დამოკიდებული. ამ ნივთიერებებს შეუძლიათ გამოიწვიონ ხასიათის ცვალებადობა ან დეპრესია.

11. მადის მომატება

როდესაც სისხლში ესტროგენის დონე იკლებს, შეიძლება სხვა ჰორმონის ცვლილებაც ახლდეს თან, კონკრეტულად კი ლეპტინის, რომელიც შიმშილის შეგრძნებას არეგულირებს.

12. დიარეა

თუ დიარეის გამომწვევი მიზეზი ჰორმონების დისბალანსია, ამაზე საჭმლის მომნელებელი სისტემა იძლევა სიგნალს და გვაუწყებს რომ სისხლში ზომაზე მეტი ესტროგენი ან პროგესტერონია. ესეც ერთერთი იმ მიზეზთაგანია რომელიც ჰორმონების დისბალანსზე მიუთითებს.

ვებრძვით უძილობას