უძილობის სამკურნალო ბუნებრივი საშუალებები - რომელი მუშაობს რეალურად?
უძილობა, შეიძლება ითქვას, ფართოდ გავრცელებული სენია და უამრავ ადამიანს აწუხებს. ერთ-ერთმა ბლოგერმა საკუთარ თავზე გამოსცადა რამდენიმე ბუნებრივი საშუალება, რომ შეემოწმებინა, რამდენად მუშაობს ისინი:
ალუბლის წვენის დამაძინებელი თვისებები მკვლევარებმა მაშინ აღმოაჩინეს, როცა მას სულ სხვა მიზნით ცდიდნენ. ცდის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ სხვა დანარჩენთან ერთად, მათ გაცილებით უკეთ ეძინათ.
თუმცა დღესდღეობით ჩატარებულ ექსპერიმენტში, მონაწილემ წვენი საღამოს 10 საათზე მიიღო, შედეგად კი არა თუ ვერ დაიძინა დროზე, არამედ ღამით რამდენჯერმე გაეღვიძა და საპირფარეშოში ირბინა. თუმცა თუ თქვენ ძილის წინ წითელი ღვინის წრუპვას ხართ მიჩვეული, იქნებ ალუბლის წვენით ჩანაცვლება სჯობდეს კიდეც.
ვალერიანი
ვალერიანი საუკუნეების მანძილზე გამოიყენებოდა დამამშვიდებელ საშუალებად და მისი ეფექტიც ფართოდაა შესწავლილი. ითვლება, რომ იგი აწესრიგებს ძილს ყოველგვარი გვერდითი მოვლენების გარეშე.
საღამოს ორი ტაბლეტი ან კაპსულა ვალერიანის მიღებამ შეიძლება მაშინვე არ მოგგვაროთ ძილი, მაგრამ შფოთვას ნამდვილად მოგიხსნით და როცა დაიძინებთ, ეს ნამდვილად მშვიდი და მომდუნებელი ძილი იქნება. რაც შეეხება გვერდით მოვლენებს - ისინი მაინც ინდივიდუალურია. ზოგიერთ ადამიანს ვალერიანის მოქმედება გაღვიძების შემდეგაც მიჰყვება და რამდენიმე ფინჯანი ყავა სჭირდებათ გამოსაფხიზლებლად.
მელატონინი
მელატონინი ჰორმონია, რომელსაც ტვინი გამოყოფს და პასუხისმგებელია ჩვენი ორგანიზმის ძილ-ღვიძილის ციკლზე. კვლევების მიხედვით, მელატონინის დამატებითი დოზა შეიძლება მივიღოთ ძილის ციკლის მოსაწესრიგებლად, ასევე აკლიმატიზაციის დროს.
მელატონინი ჯობს მიიღოთ დაძინების სასურველ დრომდე 2-3 საათით ადრე. ის არაჩვეულებრივად ეფექტურია და არც დილით გექნებათ ისეთი მოშვებულობის შეგრძნება, როგორც ვალერიანის შემთხვევაში.
კალენდულას ჩაი
მიუხედავად იმისა, რომ კალენდულას ამ ეფექტზე ბევრი არაა ცნობილი, ის საკმაოდ ხშირად გამოიყენება ძილის დარღვევისას. სასურველია, დიდხანს არ დააყენოთ, რომ ზედმეტად ძლიერი ეფექტი არ მიიღოთ. 15 წუთი სავსებით საკმარისია.
ნელ-ნელა, მშვიდად სვით ჩაი და რამდენიმე წუთში დაწექით. კალენდულა დაეხმარება თქვენს ორგანიზმს მოდუნებაში და შედეგად, დილით ძალიან მხნედ ადგებით.
- ალუბლის წვენი