ალუბლის ფოთლების სასარგებლო თვისებები

ალუბლის ფოთლების სასარგებლო თვისებები
ალუბლის ფოთლების შეგროვება სამკურნალო თვალსაზრისით რეკომენდირებული მაისში, მაშინ როდესაც სასარგებლო ნივთიერებების კონცენტრაცია მაღალია. მისი ფოთლებისა და ტოტების სასარგებლო თვისებები საშუალებას გვაძლევს მათზე სამკურნალო ნახარში ან ნაყენი დავამზადოთ. ალუბლის ფოთლები ასევე შესანიშნავი დანამატია ვიტამინური ჩაისთვისაც.
ალუბლის ფოთლების სასარგებლო თვისებები
ალუბლის ნედლ და გამომშრალ ფოთლებს იყენებენ სიყვითლის სამკურნალოდ.
ამ სამკურნალო ნახარშის დასამზადებლად დაგჭირდებათ ნახევარი ჭიქა რძე და 2ს/კ ალუბლის ფოთოლი. ეს ნაზავი ნელ ცეცხლზე ხარშეთ 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი მიიღეთ მცირე პორციებით მთელი დღის მანძილზე.


ალუბლის ფოთლები ასევე გამოიყენება ცხვირიდან სისხლდენის შესაჩერებლადაც.
სისხლდენის შესაჩერებლად საკმარისია ბამბის ტამპონი გაჟღინთოთ ალუბლის ნახარშით. ნახარში მზადდება 10 გრამი ფოთლისგან, რომელსაც ერთი ჭიქა ადუღებული წყალი უნდა დაასხათ, შემდეგ აცადოთ გაცივება და ფაფილტროთ. ამ ნაყენის გამოყენება აკრძალულია მაღალი წნევით გამოწვეული სისხლდენისას. სისხლდენისას ასევე დაგეხამრებათ ალუბლის წვენი და მარცვლები.


ალუბლის ფოთლები შეგიძლიათ მოხარშოთ ცისტიტის, თირკმელის დაავადებისას, ასევე გაცივებისას და ანგინის დროს.
ალუბლის ფოთლებს ახასიათებს შარდმდენი თვისებები. მათ გამოაქვთ ტოქსინები და მძიმე მარილები ორგანიზმიდან. შარდდმდენი ეფექტის მისაღებად სვავენ ალუბლის ნაყენს (10 გრამი ალუბლის ფოთლები ერთ ჭიქა ადუღებულ წყალზე). ნაყენსს ღებულობენ მცირე პორციებით მთელი დღის მანძილზე.

სახრსრების ტკივილისას მდგომარეობის შემსუბუქებაში დაგეხმარებათ ალუბლის ფოთლებისა და ტოტების ნახარში.
ალუბლის ლერწებს ადუღებენ 15 წუთის მანძილზე 0,5 ლ წყალში,შემდეგ კი აყენებენ 2 საათით. ასეთი ნაყენი სამკურნალო თვისებების გარდა გამოირჩევა სასიამოვნო გემოთიც.

ალუბლის ტოტების ნახარშს ღებულობენ მიომისა და ენდომეტრიოზის დროსაც.
ამ ნახარშის მოსამზადებლად საჭიროა ერთი კონა ლერწამი, რომელსაც უნდა დაასხათ ცივი წყალი და ადუღოთ 10 წუთის მანძილზე. ამ ნახარშის მიღება რეგულარულად არის საჭირო ხანგრძლივი პერიოდით, კურსი გათვლილია ერთ წელზე. ნახარშს შეგიძლიათ დაუმატოთ მცირეოდენი ნატურალური თაფლი, ლიმონი.


ტოტები შეგიძლიათ გამოიყენოთ ნედლი ან წინასწარ მოჭრილი. ნაყენისთვის გამოგადგებათ 10სმ-მდე ახალგაზრდა ყლორტები. შეინახეთ ისინი კონებად.
ამ ფოთლებისს ზიანი ორგანიზმის მიმართ ნაკლებად არის შესწავლილი, მაგრამ ზომიერი გამოყენებისას ფოთლებს არ გააჩნიათ გამოხატული ნეგატიური ზემოქმედება.