უძილობის და ნერვული აგზნებადობის დროს მისაღები სამკურნალო, ოჯახური საშუალებები!
თავშავა უძველესი დროიდან ცნობილია, როგორც სამკურნალო მცენარე და დღესაც ფართოდ გამოიყენებოდა ხალხურ მედიცინაში უძილობის, თავის ტკივილის დროს. ოჯახურ პირობებში სამკურნალოდ, ნედლეულისაგან წამალი ასე მზადდება:
- ერთ მუჭა დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და ნელ ცეცხლზე ადუღეთ 5 წუთი. შემდეგ თავდახურული გააჩერეთ გაცივებამდე. გაწურეთ, მიიღეთ 3 - ჯერ დღეში, ღვინის ჭიქით. მცენარე თავშავას ხალხური მედიცინა იყენებს აგრეთვე ღვიძლისა და კუჭ - ნაწლავთა დაავადებების დროს. მას ახასიათებს ანთბისა და მიკრობსაწინააღმდეგო მოქმედების უნარი.
- ასევე ეფექტურად მოქმედებს სხვა საშუალებებიც:
გოგრის ნახარში თაფლით ( 50 გრ ძილის წინ ) უძილობის წამალია. - დღეში 2 - 3 - ჯერ მიიღეთ გამხმარი ზღვის კომბოსტოს ფხვნილი წყალთან, წვენთან ან სუპთან ერთად.
- ინგლისელი თერაპევტი არწმუნებს ყველას - თუ ძილი გაგიტყდათ, იწექით თვალგახელილი და იფიქრეთ რაიმე სასიამოვნოზე. ამ დროს ტვინი ისე ისვენებს, როგორც ძილის დროს.
- მიირთვით ძილის წინ ბანანი. ის, თურმე შეიცავს "ნატურალურ ძილისმომგვრელ" ტრიფტოფანს. რომელიც მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დეა ხელს უწყობს ნორმალურ ძილს.
- უძილობის კარგი საშუალებაა არომატული მცენარეთა სურნელება, ის ამშვიდებს ადამიანს. ესენია: პიტნა, ბარამბო, თავშავა, ლავანდა, კრაზანა და კატაბალახა. ფოთლები და ფესვები დააქუცმაცეთ, ჩაყარეთ მკვრივი ქსოვილისგან შეკერილ პატარა პარკში და ძილის წინ დაიდეთ სასთუმალთან ახლოს.
- ვისაც უძილობა აწუხებს ხშირად ნერვული დაძაბულობა აღენიშნება, სასარგებლო დამაწყნარებელი საშუალებაა ჩაი, რომელსაც შემდეგნაირად მოამზადებთ: თანაბარი პროპორციით აურიეთ ერთმანეთში ლავანდას ყვავილები და ფოთლები, სალბი, პიტნა და თავშავა. ერთ ჩაის კოვზ ბალახთა ნარევს, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ 10 წუთი. სამკურნალო მიზნით ჩაი უშაქროდ უნდა მიიღოთ, ჭამამდე ერთი საათით ადრე, ან ჭამიდან 1 - 2 საათის შემდეგ. სასურველია ძილის წინ.
- უძილობამ რომ არ შეგაწუხოთ, მეცნიერები გვირჩევენ დავიძინოთ არა შუაღამისას, არამედ საღამოს 9 საათზე, ვინაიდან სწორედ ამ დროს არის ოგანიზმი მზად ძილისათვის.
- ძილის წინ მიიღეთ აბაზანა, დაუმატეთ ბარამბოს, თავშავას და ლავანდას ზეთი.
- ძილის წინ გაანიავეთ საძინებელი ოთახი. ოთახის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 20 - 22o C.
- ისე დადგით საწოლი, რომ სასთუმალი იყოს აღმოსავლეთით, მაშინ მშვიდად დაგეძინებათ.
- შეარჩიეთ საწოლი. თუ დაიძინებთ ორთოპედიულ ლეიბზე და გამოიყენებთ საშუალო ზომის ბალიშს, უკეთ დაგეძინებათ.
- ძილის წინ არ დალიოთ ყავა, რადგან კოფეინი მოქმედებას იწყებს მიღებიდან 2 საათის შემდეგ.
- შეეცადეთ ძილის წინ დამშვიდდეთ, არაფერზე იფიქროთ, დათვალეთ ნელა და დაგეძინებათ.