მეცნიერული კვლევით დადგენილია, რომ ეს მცენარე ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მრავალ პრობლემას მოგიგვარებთ!

მეცნიერული კვლევით დადგენილია, რომ ეს მცენარე ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მრავალ პრობლემას მოგიგვარებთ!
მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება : ალბათ ყველამ არ იცის, რა სასარგებლო მცენარეა კულმუხო. ის შველის ხველას, კუჭ - ნაწლავის, ნაღვლის ბუშტის დაავადებებს, ღვიძლს, შარდის შეკავებას. სამკურნალოდ ძირითადად მცენარის ფესვს იყენებენ. თუმცა ზოგ შემთხვევაში ფოთლებიც გამოდგება. მაგალითად, გამიზეზებულ ჭრილობაზე კულმუხოს ფოთოლს თუ დაიფენთ, იარა მალე შეგიხორცდებათ.

  • ნაღვლის ბუშტის და ღვიძლის დაავადებების დროს 1 ჩ/კ კულმუხოს ფესვს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, ადუღეთ 2 - 3 წუთი, შემდეგ შეაგრილეთ. გადაწურეთ, მიიღეთ თითო ს/კ თბილ - თბილი ნაყენი 3 - ჯერ დღეში.

  • ეგზემის დროს უნდა აზილოთ თითო ს/კ დაფქული კულმუხოს და ღოლოს ფესვები, 1 ჩ/ჭ დამდნარი ნაღების კარაქი და წაისვით დაზიანებულ კერებზე.

  • ორგანიზს გაგიძლიერებთ ასეთი ნაყენი: 3 ს/კ კულმუხოს ფესვს დაასხით ნახევარი ლ წყალი, ადუღეთ 15 - 20 წუთი დაბალ ცეცხლზე, შემდეგ დაუმატეთ 2 ს/კ შაქარი და 100 გრ ჟოლოს წვენი. ნაყენი შეინახეთ მაცივარში, სვით ნახევარ - ნახევარი ჭიქა 3 - ჯერ დღეში ჭამის წინ.
    მკურნალობის კურსი 3 - 4 კვირაა. მერე უნდა დაისვენოთ, ნახავთ, როგორ მოგიძლიერდებათ ორგანიზმის.

ექიმის კომენტარი:
კულმუხო მრავალწლიანი მცენარეა. იზრდება ნესტიან ადგილებში. აქვს მსხვილი ფესურა, რომლიდანაც ბევრი ფესვი გამოდის. ძველ ქართულ სამედიცინო ძეგლებში კულმუხო გვხვდება ანდუზის, კულმუხისა და რასინის სახელწოდებით. მას იყენებდნენ თირკმლების სამკურნალოდ, უნებლიე შარდვის დროს, გულის გახშირებული ცემის დასაწყნარებლად. კულმუხოს ფესვი შეიცავს ნახშირწყალ ინულინს, ლორწოს, ეთერზეთს. თანამედროვე მედიცინაში იხმარება ამ მცენარის ფესურა, როგორც ამოსახველებელი საშუალება ფილტვების სხვადასხვა დაავადების დროს. გამოიყენება აგრეთვე, როგორც ნივთიერებათა ცვლის მოსაწესრიგებელი, შარდმდენი, საჭმლის მონელების დამარეგულირებელი , ნაღვემდენი საშუალება. კულმუხოს ფესურას და მსხვილ ფესვებს აგროვებენ ადრე გაზაფხულზე. მეცნიერული კვლევით დადგენილია, რომ კულუხოს პრეპარატებს აქვს წყლულის შემახორცებელი ეფექტი, ამიტომ იგი გამოიყენება კუჭისა და თორმეტგოჯას წყლულოვანი დაავადებების, აგრეთვე , კანის ქრონიკული წყლულების დროს.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი