მცენარე, რომელსაც ძველ საბერძნეთში და რომში იყენებდნენ სამკურნალოდ უამრავი დაავადების დროს
კულმუხო ხალხურ მედიცინაში მეტად პოპულარული მცენარეა, მას თითქმის ყველა დაავადების სამკურნალოდ ხმარობდნენ. კულმუხოს შესახებ ცნობები გვხვდება ჯერ კიდევ ჰიპოკრატესთან. ძველ საბერძნეთსა და რომში მის ფესვებს იყენებდნენ არა მარტო სამკურნალოდ, არამედ საჭმელშიც. კულმუხოს დიდ ყურადღებას უთმობს ტიბეტის მედიცინაც.
კულმუხოს ფშავში ლუხუმას, აჭარაში ანდუზას, კახეთში კურმუხოს ეძახიან.
კულმუხო ხარობს მდინარის ნაპირებზე, ნესტიან ველებში, ბუჩქებს შორის, ხშირად დანაგვიანებულ ადგილებში. ნედლეულად იყენებენ ფესურებსა და ფესვებს. მათ აგროვებენ ყვავილობის მეორე წელიწადს შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე. მიწიდან ამოთხრილ ფესურებსა და ფესვებს რეცხავენ ცივი წყლით. შრობის წინ ჭრიან მცირე ზომის ნაჭრებად.
კულმუხოს ერთ დროს უსაფუძვლოდ დავიწყებულ სამკურნალო მცენარეს კვლავ დიდ ყურადღებას აქცევენ.
კულმუხოს ფესურა და ფესვი შეიცავს ეთერზეთს ( 1-3 % ), საპონინებს, ფისებს, ლორწოვან და მწარე ნივთიერებებს. ეთერზეთის ძირითადი შემადგენელი ნაწილია, ალანტოლაქტონი იზოალაქტოლაქტონის მინარევით.
კულმუხოს პრეპარატებს იყენებენ როგორც ამოსახველებელ საშუალებას სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების: ტრაქეიტებისა და ბრონქიტების მკურნალობისას, როდესაც თან ახლავს დიდი რაოდენობით ლორწოს მკურნალობა. ისინი კარგი საშუალებაა გასტორენტერიტებისა არაინფექციური წარმოშობის ფაღარათის, პირის ღრუს ლორწოვანი გარსისა და ღრძილების ანთების, თავის ტკივილის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების, ქალის სასქესო ორგანოების, ღვიძლის დაავადებისა და ბუასილის დროს.

- ხველის დროს აიღეთ 10 გრ ( 1 ს/კ ) წვრილად დაჭრილი კულმუხოს ფესურა და ფესვი, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ ( 1 ჩ/კ ) წყალი, დადგით დაბალ ცეცხლზე თავდახურული, მიიყვანეთ დუღილამდე , ადუღეთ 10-15 წთ. გააცივეთ, გაწურეთ, დაასხით ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის ( 200 მლ ) მიღებამდე და დალიეთ თბილი სახით თითო სუფრის კოვზი 3-4-ჯერ დღეში, როგორც ამოსახველებელი საშუალება. ნაყენი შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა.
- აიღეთ 1 ჩაის კოვზი წვრილად დაჭრილი კულმუხოს ფესურა და ფესვი, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ ( 1 ჩაის ჭიქა ) მდუღარე წყალი, დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ 10-15 წთ, გააჩერეთ 4 სთ, გაწურეთ, დაასხით ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის ( 200 მლ ) მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. გამოივლეთ პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებისა და ღრძილების გაღიზიანების დროს.