როგორ მკურნალობდნენ ჩვენი წინაპრები უშვილობას.

როგორ მკურნალობდნენ ჩვენი წინაპრები უშვილობას.
ხალხური მედიცინა მრავალი საუკუნეა ებრძვის უნაყოფობას და ამ ხნის განმავლობაში, როგორც ამბობენ, საკმაოდ ეფექტიანი საშუალებებიც შეიმუშავა.
უშვილობა დღეს მრავალი ოჯახის პრობლემაა, ამიტომ გვსურს გაგაცნოთ რამდენიმე რეცეპტი, რომლითაც ჩვენი წინაპრები უშვილობას მკურნალობდნენ.

  • აიღეთ 1 სუფრის კოვზი მრავალძარღვას თესლი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი და 15 - 20 წუთით დადგით სითბოში, შემდეგ 5 წუთს ადუღეთ, გააცივეთ და გადაწურეთ. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში სამჯერ. 1 - 2 თვის განმავლობაში.

  • 1 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ კულმუხოს ფესვს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე და 15 წუთს ადუღეთ ნელ ცეცხლზე, შემდეგ 4 საათს გააჩერეთ. მიიღეთ სუფრის კოვზით დღეში 3 - 4 - ჯერ ერთი თვის განმავლობაში.

  • მოაგროვეთ ხორბლის ჭყინტი მარცვლები, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და გაწურეთ. სვით ნახევარ - ნახევარი ჭიქა დღეში 2 - 3 - ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.


სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური