მეზობელმა ასთმის სამკურნალო რეცეპტი მასწავლა, 2 კვირიან მკურნალობას საუკეთესო შედეგი მოჰყვა!
მინდა, ჩემი გამოცდილებაც გავუზიარო მკითხველს. მქონდა ბრონქული ასთმა, რომელიც გაზაფხულობით განსაკუთრებით მიმწვავდებოდა. ვსვამდი უამრავ წამალს, თუმცა საგრძნობ შედეგს ვერ ვიღებდი. მეზობელმა მასწავლა ასეთი რამ:
უნდა გამოწუროთ კულმუხოს ფესვების წვენი, შეურიოთ თანაბარი რაოდენობის თაფლთან და მიიღოთ თითო ჩაის კოვზი 3 - ჯერ დღეში( თაფლის მიმართ ალერგია არ უნდა გქონდეთ ). ორკვირიან მკურნალობას საუკეთესო შედეგი მოჰყვა. მას შემდეგ ასთმის შეტევა აღარ მქონია. სხვათა შორის, სხვა პრობლემებიც მქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და ისინიც მომეხსნა. გთხოვთ გვიამბოთ, როგორ მოქმედებს კულმუხო ადამიანის ორგანიზმზე.
ექიმის კომენტარი:
კულმუხო 1 - 2 მეტრამდე სიმაღლის ველურად მზარდი ბალახოვანი მცენარეა. აყვავებული წააგავს მზესუმზირას. სამკურნალწამლო ნედლეულს წარმოადგენს მცენარის ფესვები და ფესვურები. აგროვებენ გვიან შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე. ცივი წყლით გარეცხვის შემდეგ ჭრიან ნაჭრებად და აშრობენ ჰაერზე. კულმუხოს უძველესი დროიდან სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ ხმარობენ ხალხურ მედიცინაში. ფართოდ გამოიყენება მეცნიერულ მედიცინაში, როგორც ამოსახველებელი და ხველების დამაწყნარებელი საშუალება, სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების, ბრონქიტის, ტრაქეიტის, ფილტვების ტუბერკულოზის დროს. მცენარე დადებით ეფექტს იძლევა გასტროენტერიტის ( კუჭ - ნაწლავის ანთების ), კუჭის აშლილობის დროსაც. ფესვის ნახარშის მიღებისას ძლიერდება შარდისა და ნაღვლის გამოყოფა. კულმუხოს ფესვები რეკომენდებულია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვან დაავადებათა სამკურნალოდ. გამოიყენება, აგრეთვე, როგორც გარეგანი საშუალება, მალამოს სახით, კანის სხვადასხვა დაავადების (ეგზემა, მუნი ) დროს. კულმუხოს ფესვების ნაყენი შემდეგნაირად მზადდება: 1ს/კ დაქუცმაცებული ნედლეული ან გამხმარი მცენარე მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 1 ჩ/ჭ ცხელი წყალი, დაახურეთ და ადუღეთ 15 წუთით. გაწურეთ. მიიღეთ თბილ - თბილი, თითო ს/კ 2 საათში ერთხელ.