აკნეს სამკურნალო არაჩვეულებრივი საშუალება! ნაწიბურის კვალიც კი აღარსად დარჩება!
ჩემს ქალიშვილს ბავშვობიდან ჰქონდა სახის კანის კანთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც გარდატეხის ასაკში განსაკუთრებით გაუმწვავდა. ყველას გვეგონა, ასაკი ჩაივლის და ყველაფერი თავისთავად მოგვარდებაო, მაგრამ ამაოდ, რასაც ძლიერ განიცდიდა. ანტიმიკრობულსა და ანთების საწინააღმდეგო ნიღბებს ხმარობდა. მცირე უკეთესობა ნამდვილად დაეტყო, მაგრამ დროთა განმავლობაში კანი ისევ იცვლიდა იერს. ბოლოს დავადგინეთ: კანის გარეგანი გაწმენდა ეფექტიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში ყოფილა, როდესაც შინაგანი გამაღიზიანებელი განიკურნება, ამისთვის კი ხალხური საშუალების გამოყენება გვირჩიეს.
მაშ ასე:
ექიმის კომენტარი:
კანის მდგომარეობა მართლაც ბევრადაა დამოკიდებული ორგანიზმის შინაგან მდგომარეობაზე, განსაკუთრებით კი კუჭ - ნაწლავის ნორმალურ მუშაობაზე. ამიტომ ვისაც კანის პრობლემები აქვს, აუცილებლად უნდა მოიწესრიგოს კუჭის მოქმედება.
მცენარეული ნაკრები, რომელიც მკითხველმა მოგვაწოდა ხალხურ მედიცინაში საკმაოდ გავრცელებულ და მრავალმხრივი ფარმაკოლოგიური ეფექტით ცნობილ მცენარეებს შეიცავს.
ეს მცენარეები ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო, ნაღვემდენი, შარდმდენი, ნივთიერებათა ცვლის მომწესრიგებელი, ანტისპაზმური, საჭმლის მონელების გამაუმჯობესებელი ეფექტით. ამ ნაკრების მოქმედება დადებითად აისახება კუჭ - ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებაზე, რაც აუცილებლად კარგ შედეგს მოგვცემს კანის დაზიანების მკურნალობისას.
მაშ ასე:
- თანაბარი რაოდენობის გვირილის, ოროვანდის, არყის ხის ფოთლების და მინდვრის შვიტის 2 ს/კ ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დადგით 2 - 3 საათი, გადაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჭიქა 3 - ჯერ დღეში.
ამავე ნაკრებისგან უნდა მოამზადოთ სახის კრემიც: - 1 ჩ/კ ნარევი კარგად დაფხვენით და დაუმატეთ 4 ჩ/კ ნაღების კარაქი, თქვიფეთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ და წაისვით კანზე დილით, თბილი წყლით პირის დაბანის შემდეგ. როგორც ნაყენი, ისე კრემი განსაკუთრებით უხდება მშრალ კანს. ცხიმიანს - ნაკებად. ჩემი ქალიშვილი ასე რამდენიმე თვე მკურნალობდა და გასაოცარი შედეგი მიიღო - კანი ისეთი გლუვი და პრიალა გაუხდა, დეფექტის ნაკვალევიც კი აღარსად დარჩა!