თანამშრომელმა ცისტიტის სამკურნალო წამალი ხალხური მედიცინის საუნჯეში მაპოვნინა
ჩემი ორგანიზმის სუსტი წერტილი შარდის ბუშტია. როგორც კი ნიავი დამკრავს, მაშინვე ცისტიტი მეწყება. იძულებული ვარ, პაპანაქება ზაფხულშიც კი ბამბის წინდები ჩავიცვა, მაგრამ თუ მაინც გავცივდი, მორჩა - ანთებას თავს კარგა ხანს ვეღარ დავაღწევ.
გამუდმებით ქიმიური პრეპარატების სმა არ მინდოდა, ამიტომ გადავწყვიტე, წამალი ხალხური მედიცინის საუნჯეში მეპოვა. მივმართე თანამშრომელს, რომელიც ბიოლოგიის მასწავლებელია და მცენარეთა სამკურნალო თვისებებს კარგად იცნობს. სწორედ მან მირჩია შვიტის ნაყენის მიღება და კიდევ სხვა საშუალებებიც.
გამუდმებით ქიმიური პრეპარატების სმა არ მინდოდა, ამიტომ გადავწყვიტე, წამალი ხალხური მედიცინის საუნჯეში მეპოვა. მივმართე თანამშრომელს, რომელიც ბიოლოგიის მასწავლებელია და მცენარეთა სამკურნალო თვისებებს კარგად იცნობს. სწორედ მან მირჩია შვიტის ნაყენის მიღება და კიდევ სხვა საშუალებებიც.
- აიღეთ 2 სუფრის კოვზი მინდვრის შვიტა, დაასხით 1 ლიტრი წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე, დაახურეთ ხუფი და 10 წუთს ადუღეთ. შემდეგ შეფუთეთ, 2 საათს დააყენეთ, გადაწურეთ და სვით თითო ჩაის ჭიქა დღეში 2-3-ჯერ. გადაწურვის შემდეგ დარჩენილი ბალახი მოათავსეთ უხეში ქსოვილის ტომარაში და კომპრესივით დაიდეთ შარდის ბუშტზე.
- უნდა აიღოთ 20 გრამი არყის კვირტი და დაასხათ 100 მლ 70-პროცენტიანი სპირტი, 3 კვირით დააყენოთ შუქგაუმტარ ჭურჭელში, შემდეგ გადაწუროთ და შეინახოთ მუქი მინის ქილაში გრილ და ბნელ ადგილას.
ცისტიტის სამკურნალოდ 20 წვეთი ნაყენი უნდა გააზავოთ 1 სადილის კოვზ წყალში და სვათ დღეში ერთხელ, ორი კვირის განმავლობაში. - აიღეთ თანაბარი რაოდენობის ძირტკბილას ფესვი, სიმინდის ულვაში, ჭანგას, არყისა და დათვის კენკრას ფოთოლი. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა ცივი წყალი, 6 საათით დააყენეთ, შემდეგ შედგით ნელ ცეცხლზე, 15 წუთს ადუღეთ და გაწურეთ. მიიღეთ დღის განმავლობაში რამდენიმე ულუფად. მკურნალობა დაავადების ჩაცხრობამდე გააგრძელეთ. თუ შედეგი რამდენიმე დღეში ვერ შეამჩნიეთ, ექიმს მიმართეთ.
- აიღეთ 15 გ მინდვრის შვიტას ბალახი და 20 გ მრავალძარღვას ფოთოლი, 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი. შეფუთეთ, დატოვეთ 1 საათს და გადაწურეთ. მიიღეთ თბილი, 1 ჭიქა დღეში ერთხელ, საღამოს.