ჩემი ქალიშვილი მრავალი წელი ებრძვოდა აკნეს, სანამ ამ საშუალებას არ მივაგენით...

ჩემი ქალიშვილი მრავალი წელი ებრძვოდა აკნეს, სანამ ამ საშუალებას არ მივაგენით...
ჩემს ქალიშვილს ბავშვობიდან ჰქონდა სახის კანთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც გარდატეხის ასაკში განსაკუთრებით გაუმწვავდა. ყველას გვეგონა, ეს ასაკი ჩაივლის და ყველაფერი თავისთავად მოგვარდებაო, მაგრამ წლები გადიოდა, კანი კი არა და არ უცხრებოდა. თავად ამას, რა თქმა უნდა, ძლიერ განიცდიდა. ერთხანს მეგობრების რჩევით მარწყვის ნიღბებს იკეთებდა - ამ კენკრას ხომ კარგი ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს. მცირე უკეთესობა ნამდვილად დაეტყო, მაგრამ დროთა განმავლობაში კანი ისევ იცვლიდა შესახედაობას. ბოლოს დავადგინეთ - კანის გარეგანი გაწმენდა ეფექტიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში ყოფილა, როდესაც შინაგან გამღიზიანებელს მოაშორებთ, ამისთვის კი ხალხური საშუალების გამოყენება გვირჩიეს.

დაგჭირდებათ:
  • გვირილა
  • ოროვანდი
  • არყის ხის ფოთლები
  • მინდვრის შვიტა

    მომზადების და მიღების წესი:
    აიღეთ თანაბარი რაოდენობით თითოეული მცენარე, აურიეთ ერთმანეთში. ერთ სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დადგით 2-3 საათით. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჭიქა 3-ჯერ დღეში.

  • ამავე ნაკრებისგან უნდა მოამზადოთ სახის კრემიც: ერთი ჩაის კოვზი ნარევი კარგად დაფხვენით და დაუმატეთ 4 ჩაის კოვზი ნაღების კარაქი, თქვიფეთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ და წაისვით კანზე დილით, თბილი წყლით პირის დაბანის შემდეგ. როგორც ნაყენი, ისე კრემი განსაკუთრებით უხდება მშრალ კანს. ცხიმიანს - ნაკლებად. ჩემი ქალიშვილი ასე რამდენიმე თვე მკურნალობდა და გასაოცარი შედეგი მიიღო - კანი ისეთი გლუვი და პრიალა გაუხდა, დეფექტის ნაკვალევიც კი აღარსად დარჩა.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი