მოუარეთ ცხიმიან კანს ეფექტური, ბუნებრივი ნიღბებით

მოუარეთ ცხიმიან კანს ეფექტური, ბუნებრივი  ნიღბებით
ცხიმიანი კანი გენეტიკურია ან ჰორმონალური ცვლილებებითაა გამოწვეული. ორგანიზი გამოყოფს ჰორმონებს, რომლებიც გარდატეხის ასაკში, მენსტრუაციის, ორსულობისა და მენოპაუზის დროს კანის ცხიმიანობას იწვევს. ასეთი ცვლილებებისას ორგანიზმი მეტ ცხიმს გამოყოფს, რომელიც კანის მკვდარ უჯრედებთან ერთად ბლოკავს ფორებს. თუმცა, ამავე დროს ატენიანებს კანს და ნაოჭების გაჩენას აფერხებს. სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად FPAPARAZZI - ის რედაქცია გთავაზობთ ხალხურ, ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებულ სახის ნიღბებს.

რეცეპტები:
  • ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის: 1 ს/კ თაფლი და მცენარეული ცხიმი, ერთი კოვზი საფუარი და თბილი წყალი. აურიეთ ფაფის მიღებამდე, დაიდეთ სახეზე 20 წუთით, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

  • კრემი თაფლის სანთლით - პატარა ჭურჭელში მოათავსეთ 5 გრ თაფლის სანთელი, 5 მლ ნიშადურის სპირტი, 0,5 გრ წყალი და გაათბეთ სანთლის მთლიანად გადნობამდე. შემდეგ გააცივეთ, მოურიეთ და გამოიყენეთ როგორც კრემი.

  • ათქვიფეთ 1 კვერცხის ცილა, დაუმატეთ თითო ჩაის კოვზი რძე, თაფლი, ლიმონის წვენი და ცოტაოდენი ქატო. მიღებული ფაფა 20 წუთით დაიდეთ სახეზე, შემდეგ მოიცილეთ თბილი კომპრესით და სახე ჩამოიბანეთ წყალში გაზავებული გვირილის ნახარშით.

  • ცხიმიანი, ფორებიანი და ოფლიანი სახე ყოველ დილით დაიბანეთ კრაზანას, სალბის, დედა - დედინაცვლის, ფარსმანდუკის ცივი ნაყენით. ნაკრებიდან აიღეთ 1 სუფრის კოვზი ბალახი და დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ დახურულ ჭურჭელში მთელი ღამით. დილით გადაწურეთ და გამოიყენეთ სახის დასაბანად.

სტატიის ავტორი: ციცინო მჭედლიშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობა ყველასათვის