7 ნიშანი იმისა, რომ თქვენს სახლში მომწამვლელი ობი ბინადრობს
რაც არ უნდა მოწესრიგებული იყოს ჩვენი სახლი, ყველგან არის პატარა კუთხე-კუნჭულები, სადაც მტვერი და სხვადასხვა ბაქტერია გროვდება.
რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო ავეჯის გამოწევა და იმის აღმოჩენა, თუ კიდევ რამდენი რამ გაქვთ დასასუფთვებელი, მაგრამ გვერწმუნეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ხანდახან თქვენი ჯანმრთელობა ამაზეა დამოკიდებული. განსაკუთრებით კი თუ ობზე ვსაუბრობთ.
ობი თითქოს უწყინრად გამოიყურება, ის ჰაეროვანი ქაფივით მასაა, რომელიც მაგალითად ძველ პურზე ჩნდება, მაგრამ სულ პაწაწინა ობსაც კი შეუძლია თქვენს ჯანმრთელობას ავნოს.
ერთის მხრივ, პენიცილინი, რომელმაც ურიცხვი რაოდენობის სიცოცხლე გადაარჩინა, სწორედ ამგვარი ობისგან შედგება. მეორეს მხრივ, გარკვეული ტიპის ობს შეუძლია ჰალუცინაციები გამოიწვიოს და ერთ-ერთი თეორიის თანახმად, 1692 წელს სალემში მასობრივი ისტერიის მიზეზი გახდა, რის შემდეგაც 20 ადამიანი გარდაიცვალა.
მაგრამ არსებობს კიდევ ერთი სახის ობი, რომელიც შესაძლოა, თქვენს სახლში ბინადრობს და გარკვეულ სიმპტომებს აჩენს არამხოლოდ ბინაში, არამედ თქვენს ორგანიზმშიც.
მას შავი ობი ეწოდება და ობის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სახეობაა. ის ნესტიან გარემოში წარმოიქმნება, განსაკუთრებით იქ, სადაც წყალგაყვანილობაა დაზიანებული და მომწავმლელი ზემოქმედება აქვს. თუკი ფიქრობთ, რომ თქვენს სახლში არის ეს პრობლემა, დაუყოვნებლივ გადაამოწმეთ.
როგორ გავიგოთ, არის თუ არა ეს პრობლემა ჩვენს სახლში და როგორ შევაჩეროთ მისი უარყოფითი გავლენა?
როგორ ჩნდება შავი ობი?
შავი ობი (Stachybotrys) ნესტიან გარემოში ჩნდება, მისი სპორები სახლში აღწევს ფანჯრებიდან, კარიდან და სხვა ღიობებიდან, ასევე ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის საშუალებით.
თუკი სახლში არსადაა დაგროვილი ნესტი ან წყალი, არაფერი მოხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ის ზრდას დაიწყებს.
ყველა სახის შავი ობი არ არის ტოქსიკური, თუმცა თუ ასეთს აღმოაჩენთ, დაუყოვნებლივ უნდა შეამოწმოთ, არის თუ არა Stachybotrys.
თუმცა ხშირად მას ვერც კი ვამჩნევთ და მისი გავლენით გამოწვეულ სიმპტომებს სხვადასხვა რამეს მივაწერთ.
კონკრეტულად რას უნდა დავაკვირდეთ?
სიმპტომები ჩვენს ორგანიზმში
სიმპტომები თქვენს სახლში

- პირველი სიმპტომი: ალერგია, ასთმა და სუნთვის გაძნელება
ყველაზე ხშირად შავი ობი რესპირატორულ გართულებებს იწვევს.
ხველა, სუნთვის გაძნელება და იმის შეგრძნება, რომ ისე ვერ სუნთქავთ, როგორც საჭიროა. - მეორე სიმპტომი: კონცენტრაციისა და მეხსიერების პრობლემები
დაბინდულობის შეგრძნება ასევე იმის ნიშანია, რომ ობის სპორები შეისუნთქეთ. თავის დამძიმებას და მოშვებულობას იგრძნობთ.
ეს ობის ტოქსიკურობის ბრალია, ის ხელს უშლის ტვინს ნორმალურად ფუნქციონირებაში.
თქვენი სხეულის მოშვებულობის გამო მეხსიერება და გონებაც ვერ იმუშავებს სათანადოდ. - მესამე სიმპტომი: თავბრუსხვევა და გულისრევა
შავი ობი აზიანებს საჭმლის მომნელებელ სისტემასაც, ამიტომ ხშირად შეიძლება გქონდეთ თავბრუსხვევისა და გულისრევის შეგრძნება.
ობი შხამივით მოქმედებს თქვენს ორგანიზმზე, მაგრამ ვინაიდან მისი მოქმედებით გამოწვეული სიმპტომები ძალიან გავრცელებულია, ყველაზე ბოლოს ობზე მიიტანენ ხოლმე ეჭვს როცა მაგალითად კუჭის მოქმედების მუდმივი პრობლემა აქვთ. - მეოთხე სიმპტომი: ქრონიკული დაავადებები და სუსტი იმუნიტეტი
ყველაზე აშკარად ნიშანი იმისა, რომ შავი ობი შემოგეჩვიათ, არის მუდმივი უექიფობის შეგრძნება.
თუკი იგრძნობთ, რომ ხშირად ხართ უხასიათოდ და სუსტად, მოიძიეთ ამის მიზეზები სახლში.
ასევე მნიშვნელოვანია დიდი ყურადღებით მოვეკიდოთ ქრონიკული დაავადებებს ბავშვებში, მოხუცებში, ორსულებში და დაბალი იმუნიტეტის მქონე პირებში, რადგან ასეთ შემთხვევაში ობის მოქმედება შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს.
სიმპტომები თქვენს სახლში
- პირველი სიმპტომი: დაბინდული მინები
მინები ნესტისგან იბინდება. ჩვეულებრივ, ეს მაშინ ხდება, როდესაც სახლში ტემპერატურა ბევრად აღემატება ქუჩისას, მაგალითად, წვეულებისას, როცა სახლში ბევრი ხალხია.
მაგრამ თუკი აღმოაჩენთ, რომ სხვა დროსაც ასეა, ეს იმის მიმანიშნებელია, რომ სახლში არის ადგილი, სადაც წყალია დაგროვილი და ობი იზრდება.
- მეორე სიმპტომი: გაურკვეველი ლაქები
შავი ობი შეიძლება შეგხვდეთ უსიამოვნო შესახედაობის, მონაცრისფრო, მოშავო ლაქებად სხვადასხვა ადგილას.
ყველაზე ხშირად ობი ჩნდება ფილებს შორის, ბათქაშზე, სახურავის ქვეშ, ასევე ხალიჩებისა და შპალერის ქვეშ. - მესამე სიმპტომი: მტვრიანი სავენტილაციო სისტემა
თუკი გათბობის, ვენტილაციის ან კონდიცირების ღიობებიდან მტვრიანი ჰაერი გამოდის, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ შიგნით ობი ბინადრობს. სისტემის ჩართვისას კი სპორები მთელს სახლში მიმოიფრქვევა.
როგორ ვებრძოლოთ ობს?
- პროფესიონალური შემოწმება
გამოიძახეთ სანინსპექცია, სპეციალისტები დადგენენ, რა სახის ობი ბინადრობს თვენს სახლში და შესაბამისი ზომებს მიიღებენ. - გაანადგურეთ ნებისმიერი ობი, რასაც დაინახავთ
დაინახავთ ობს? სასწარფოდ მოიშორეთ თავიდან!
დალაგებისას აუცილებლად გამოიყენეთ ხელთათმანები ნიღაბი. გამოიყენეთ ობის საწინააღმდეგო საწმენდი საშუალებები და გადაყარეთ გამოყენებული ჩვრები და ღრუბლები. - დააყენეთ ჰაერის ფილტრები
სავენტილაციო სისტემაში აუცილებელია საჰაერო ფილტრების დაყენება, ეს სპორებს საცხოვრებელ ზონაში შეღწევაში შეუშლის ხელს. - შეაკეთეთ ყველა მილი, რომელიც ჟონავს
ობს სასიცოცხლოდ ესაჭიროება ნესტი. თუ თქვენ ამ საშუალებას მოუსპობთ, ის ვეღარ გამრავლდება.
გამოიძახეთ სანტექნიკოსი და საგულდაგულოდ შეამოწმეთ წყალგაყვანილობის სისტემა. - მიმართეთ პროფესიონალური წმენდის სამსახურებს
სამწუხაროდ, უკვე გავრცელებულ შავ ობთან საკუთარი ძალებით ვერაფერს გავხდებით და სპეციალისტების ჩართვაა საჭირო, რომლებსაც აქვთ სპეციალური საშუალებები ამ პრობლემის მოსაცილებლად.