ამ 4 ინგრედიენტით მან სუპერ-ძლიერი საშუალება მოამზადა. შემიძლია მშვიდად დავიძინო....

ამ 4 ინგრედიენტით მან სუპერ-ძლიერი საშუალება მოამზადა. შემიძლია მშვიდად დავიძინო....
არსებობს ისეთი რამ, რაზეც ბევრი ჩვენგანი არასოდეს დაფიქრებულა, თუმცა ეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა თუ რამდენად ხშირად ცვლით ზეწარს, საბანს ან ბალიშებს ის ყოველთვის უცვლელი რჩება და ეს — ლეიბია. არადა ის შესაძლოა ბაქტერიებით და ტკიპებით იყოს სავსე, რომლებიც საბოლოო ჯამში თქვენს ჯანმრთელობას ზიანს მიაყენებენ, გამოიწვევენ სხვადასხვა ალერგიას და ინფექციას!


საწოლის ან მტვრის ტკიპები ადამიანის მკვდარი კანის ნაწილებით იკვებებიან, ხოლო ოდნავ ტენიანი საწოლის თეთრეული მათი საყვარელი საცხოვრებელი გარემოა. ყველაფრის მიუხედავად ერთი მარტივი მოქმედება დაგეხმარებათ ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო ამ უჩინარი საფრთხის განადგურებაში და ეს თქვენ რაც შეიძლება მალე უნდა გააკეთოთ!


როგორ მოვაშოროთ ტკიპები საწოლს
საწოლის ტკიპები ხშირად ხდებიან ალერგიის, კანის გამონაყარის და ასთმური ხველის მიზეზი. ზოგიერთ ობობისმაგვარს კი შეუძლია ადამიანის კანში დაიდოს ბინა, გამოიწვიოს დემოდეკოზი - სამკურნალოდ ძალიან რთული დაავადება. დემოდეკოზით დაავადებული ადამიანის კანი წითლდება, იქერცლება, ჩნდება გამონაყარი, ანტება ქუთუთოების არეში.

FPAPARAZZI-ს რედაქცია გთავაზობთ თქვენი ლეიბის მაცხოვრებელი ტკიპების მოსაშორებელ რეცეპტს, რომლის მომზადება საკმაოდ მარტივია და ამასთანავე საჭირო ინგრედიენტების მოძიებაც არ წარმოადგენს არავითარ პრობლემას.
ინგრედიენტები:
  • ანისული
  • კამა
  • ბეგქონდარა
  • ლავანდა

    მომზადების და გამოყენების წესი:
    1. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტი თანაბარი პროპორციით დაფქვით მოცულობით ჭურჭელში.
    2. მოაყარეთ მომზადებული ფხვნილი ლეიბს და გააჩერეთ 2 საათით.
    3. შემდეგ კი მტვერსასრუტის დახმარებით გულდასმით გაწმინდეთ ლეიბი.
    4. გაიმეორეთ მოქმედებები კვირაში 2 ჯერ.

    სუნელებისა და ამ მარტივი მოქმედებების წყალობით ყველა სახის მიკროორგანიზმი მარტივად მოშორდება თქვენს ლეიბს. დაიმახსოვრეთ თქვენი ლეიბის სისუფთავეზე შესაძლოა თქვენი ჯანმრთელობა იყოს დამოკიდებული. არ დაიზაროთ და გამოიყენეთ ეს მოქმედი საშუალება. ასევე საწოლის ჰიგიენის დასაცავად გამოცვალეთ ზეწარი კვირაში მინიმუმ ერთხელ, გაანიავეთ ოთახი და რეგულარულად გაწმინდეთ მტვრისგან ოთახი.