„ყურები გაფრთხილებენ“ - სიმპტომები, რომლებიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ

„ყურები გაფრთხილებენ“ - სიმპტომები, რომლებიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ
ყველანი ვზრუნავთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, თუმცა ხანდახან იმდენად ვართ მასშტაბურ საკითხებზე ორიენტირებულნი, რომ ყურადღებას არ ვაქცევთ იმ პატარ-პატარა დისკომფორტებს, რასაც სინამდვილეში ჩვენი ორგანიზმი გვიგზავნის, რომ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გაგვაფრთხილოს. მაგალითად, ყურის ტკივილი. ხანდახან ყველას გვტკივა ყრუდ ყური, მაგრამ ამას დიდ ყურადღებას არ ვაქცევთ, თუ არ გართულდა.

ქვემოთ მოყვანილი რამდენიმე გამართხილებელი ნიშანი, რომლებსაც ჩვენი ყურები გვიგზავნიან:

  1. ხმაური ყურებში
    „ყურები გაფრთხილებენ“ - სიმპტომები, რომლებიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ
    ეს ყველაზე გარცელებული სიმპტომია და შეიძლება ათეულობით სხვადასხვა მიზეზით იყოს გამომწვეული. აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება, რამდენად ხანგრძლივი იქნება ეს მოვლენა.
    თუკი ხმაურმა მალევე გაიარა - ყველაფერი წესრიგშია, თუკი გრძელდება - სავარაუდოდ დაფის აპკი გაქვთ დაზიანებული.

  2. მკვეთრი ტკივილი

    უეცარი მკვეთრი ტკივილი თქვენი სხეულის ნებისმიერ მონაკვეთზე იმის მანიშნებელია, რომ რაღაც არ არის წესრიგში. თუკი ყურში გრძნობთ ჩხვლეტისმაგვარ ტკივილს, მაშინ ყურში აუცილებლად მიდის რაღაც პროცესი. დაფის აპკის გახეთქვა ზოგ შემთხვევაში აბსოლუტურად უმტკივნეულოა და ადამიანი ვერც გრძნობს მას, სხვა შემთხვევაში კი მას მკვეთრი ტკივილი ახასიათებს.

  3. გამონადენი

    ყურები საკმაოდ მშრალი ზონაა, სადაც მხოლოდ გოგირდი თუ „ბინადრობს“, რომელიც საპოხი ნივთიერებაა უჯრედებისთვის. თუმცა ღრმად ყურში არსებობს სითხე, რომელიც ინფექციის შემთხვევაში გარეთ გამოვა - ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაფის აპკი დაგიზიანდათ.

  4. თავბრუსხვევა

    თავბრუსხვევა ძალიან არასასიამოვნო მოვლენაა, რომელიც როგორც წესი, რაიმე დაავადებაზე მიგვანიშნებს. ამ დროს გეჩვენებათ, რომ სამყარო თქვენს გარშემო ტრიალებს და ირყევა.
    თქვენი შუა ყური პასუხისმგებელია თქვენი სხეულის ბალანსის შეგრძნებაზე, ასე რომ გამსკდარი დაფის აპკის შემთხვევაში წონასწორობა ირღვევა და თავბრუსხვევა ჩნდება.

  5. სმენის დაქვეითება

    სმენის დაქვეითება ყოველთვის, ყველა შემთხვევაში სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს, ის შეიძლება დაფის აპკის გახეთქვის ნიშანი იყოს. თუმცა სმენის უეცარი დაქვეითებისას, დროული ჩარევის და სწორი მკურნალობის შემთხვევაში, მისი აღდგენა შესაძლებელია.