რის ნაკლებობას განიცდის ჩვენი ორგანიზმი?! და რისთვის არის საჭირო ენზიმები (ფერმენტები)!

რის ნაკლებობას  განიცდის ჩვენი  ორგანიზმი?! და რისთვის არის საჭირო ენზიმები (ფერმენტები)!
მე ვიცი, რომ თუ ახალი, უმი ბოსტნეულის წვენების საჭირო რაოდენობა არ დავლიე, ჩემს ორგანიზმს დააკლდება საკვების მნიშვნელოვანი ნაწილი - ენზიმები.
თქვენი საქმე კი როგორ იქნება?
თქვენ და მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი იმაზე, თუ როგორ კვებავთ თქვენს ორგანიზმს. ( თქვენს კვებაში ყველაზე მნიშვნელოვანია სიცოცხლე ).
თქვენი ორგანზმი შედგება მილიარდობით მიკროსკოპული უჯრედებისაგან. თქვენი არსებობა სწორედ მათზეა დამოკიდებული. ისინი საჭიროებენ ცოცხალ აქტიურ კვებას. თქვენზე და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული თქვენს მიერ კარგად თუ ცუდად მიღებული საკვები როგორ კვებავს ორგანიზმს!

ე ნ ზ ი მ ე ბ ი.
თქვენი ორგანიზმის გამოკვების ეფექტურობის ძირითად არსს წარმოადგენს სიცოცხლე, რომელსაც შეიცავს თქვენი საკვები, და ის შეუმჩნეველი ელემენტები, რომლებიც ცნობილია ენზიმების სახელით.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ელემენტები, რომელიც ორგანიზმს კვებისა და სიცოცხლის შესაძლებლობას აძლევს, და რომელიც მცენარეთა თესლებსა და ყლორტებშია მოთავსებული, წარმოადგენს სიცოცხლის საფუძველს და ენზიმად იწოდება.
ენზიმები წარმოადგენენ რთულ ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობენ საკვების მონელებას და მის შთანთქმას სისხლის მიერ. ამტკიცებენ, რომ ენზიმები " ინელებენ " კიბოვან წარმონაქმნებს.
როცა ყოველივე ეს გვეცოდინება, ჩვენ გავიგებთ, თუ რატომ უნდა იყოს ჩვენი საკვები გონივრულად და საჭიროებისამებრ შერჩეული, რატომ უნდა იყოს ის უმი და დაუმუშავებელი.
სიცოცხლისა და სიკვდილის ერთდროულად არსებობა შეუძლებელია. შეეხება ეს ჩვენს ორგანიზმს თუ ბოსტნეულს, ხილეულს, კაკალნიგოზს და თესლებს. იქ, სადაც სიცოცხლეა იქ ენზემებიცაა.
სტატიის ავტორი: ნორმან უოკერი
სტატიის წყარო:მკურნალობა ბოსტნეულის წვენებით