ხალხური მედიცინის რჩევები, სურავანდის თავიდან ასაცილებლად და სამკურნალოდ!
სურავანდი ( სკორბუტი ) - საკვებში C ვიტამინის ( ასკორბინმჟავას ) ნაკლებობით ან სრული არარსებობით გამოწვეული დაავადებაა. მისი სიმპტომებია სწრაფი გადაღლა, კუნთებში ძალ - ღონის დაკარგვა, მძინარობა, თავბრუსხვევა.
სურავანდის თავიდან ასაცილებლად და ოჯახურ პირობებში სამკურნალოდ აუცილებელია რაც შეიძლება მეტი ახალი კენკრის, ხილის, ბოსტნეულის მოხმარება. განსაკუთრებით სასარგებლოა შავი მოცხარის კენკრა, ასკილის ნაყოფი, ლიმონი, ფორთოხალი, ვაშლი, პამიდორი, მწვანე და თავიანი ხახვი, ნიორი, კომბოსტო, სტაფილო და სხვა.
ხალხური მედიცინის საშუალებები სურავანდის თავიდან ასაცილებლად და სამკურნალოდ.
არყი. დაასხით 100 გრ კარგად გარეცხილ და დაქუცმაცებულ ნორჩ ფოთლებს 2 ჭიქა ცხელი ანადუღარი წყალი, დააყენეთ 3 - 4 სთ და გაწურეთ. სვით თითო ჭიქა 2 - 3 -ჯერ დღეში.
წითელი მოცვი. ავიტამინოზის დროს მიიღეთ წითელი მოცვის წვენის ნარევი თაფლთან თანაბრად.
ლურჯი მოცვი. გამხმარი ნაყოფის ნახარშსა და ახალი ნაყოფის წვენს იყენებენ, როგორც ჩინებულ გამაჯანსაღებელ სურავანდსაწინააღმდეგო საშუალებებს.
ტყის მარწყვი. ახალი კენკრები რეკომედებულია სურავანდის, სისუსტის, სისხლნაკლებობის დროს.
წიწმატი. სვით ახალი წვენი - გამოწურული მისი ფოთლებიდან ორ - ორი ჩ/კ 3 -ჯერ დღეში.
ლიმონი. ლიმონის წვენს, ჩაწურულს წყალში, სვამენ სურავანდისას, ივლებენ პირში. სურავანდის დროს მიირთმევენ ლიმონს, დაჭრილს ნაწილებად - ოდნავ მოყრილი შაქრის ფხვნილით. ძალზე სასარგებლოა სხვა ციტრუსებიც ( ფორთოხალი , მანდარინი, გრეიფრუტი ).
შავი მოცხარი. ნაყენის მოსამზადებლად 2 ს/კ კენკრას დაასხით 2 ჭიქა ადუღებული წყალი და დააყენეთ 1 სთ; შესვით დღის განმავლობაში. გაზაფხულზე შეგიძლიათ შეაგროვოთ ნორჩი ტოტები. წვრილად დაჭრათ ისინი და ხარშოთ წყალში 7 - 10 წთ. ასეთი ნახარში სვით როგორც ჩაი.
ასკილი. 40 გრ გამხმარი ნაყოფი ( დღე - ღამის ნორმა 10 გრ ) გარეცხეთ 1 ლ ქაფქაფა მდუღარე წყალში და დააყენეთ 8 - 10 სთ. მოხერხებულია ეს გააკეთოთ საღამოთი, ხოლო დილით შესვით 1 ჭიქა ნაყენი. ასეთი მეთოდით მომზადებისას, ნაყოფში შემავალი ვიტამინები შედარებით სრულად იქნება შენარჩუნებული.