რას გვირჩევს ხალხური მედიცინა თავბრუსხვევის თავიდან ასაცილებლად და სამკურნალოდ!

რას გვირჩევს ხალხური მედიცინა  თავბრუსხვევის თავიდან ასაცილებლად  და სამკურნალოდ!
თავბრუსხვევა - მდგრადობის დარღვევის შეგრძნებაა და გარემო სივრცის ტრიალის მოჩვენებითობა; მას შეიძლება თან ახლდეს პირღებინობა, გულშეღონება, ხმაური ყურებში, სმენის დაქვეითება. ძლიერი თავბრუსხვევისას ადამიანი შეიძლება დაეცეს.

რეკომენდაციები თავბრუსხვევის ასაცილებლად და სამკურნალოდ

წითელი სამყურა. 1 ჩ/კ ყვავილედს დაასხით 1 ჭიქა ცხელი წყალი, ადუღეთ 5 წთ, გაწურეთ. მიიღეთ თითო ს/კ-ით 4 - 5 -ჯერ დღეში.

ზღვის კომბოსტო. უცნობი მიზეზით სისტემატური თავბრუსხვევის დროს, აიღეთ 100 გრ ზღვის კომბოსტოს ფხვნილი. ყოველდღიურად სადილის წინ ეს ფხვნილი ყლაპეთ ნერწყვთან ერთად თითო ჩ/კ -ით.

ნიორი. აიღეთ 300 გრ ნიორი, გაფცქვენით, მოათავესეთ ნახევარლიტრიან ბოთლში და დაასხით სპირტი. დააყენეთ 3 კვირა, მიიღეთ ყოველდღიურად 20 წვეთი ნახევარ ჭიქა რძეში. გამოიყენეთ თავბრუსხვევის, სკლეროზის, ჰიპერტონიის, სტენოკარდიის, ყურებში ხმაურის დროს; კუჭ - ნაწლავში კოლიტისას - დუღილისა და ლპობის დასათრგუნად.

ეს საშუალება უკუჩვენებითია თირკმლების დაავადებისას.

რჩევები:

  • თავბრუსხვევის და პირღებინების დროს, უწინარეს ყოვლისა, შეეცადეთ გამოიწვიოთ გულისრევა და კუჭ - ნაწლავი ოყნით გაიწმინდოთ. პირღებინება თუ ვერ მოახერხეთ, მაშინ მიიღეთ სასაქმებელი; შემდეგ დაწექით შეძლებისდაგვარად ბნელ ოთახში და დახუჭეთ თვალები.

  • თავბრუსხვევა თუ გამოწვეულია გამალებული გონებრივი მუშაობის შედეგად, ყურადღება უნდა მიექცეს საკვებს, იმის გაძლიერებით მიღებას, რაც შეიცავს ბევრ ფოსფორს, ვინაიდან ფოსფორი შედის ტვინის ნივთიერებათა შემადგენლობაში, ხოლო გამალებულ გონებრივ მუშაობისას ფოსფორის რაოდენობა კლებულობს. უნდა მიირთვათ ბევრი თევზეული, კვერცხი ( განსაკუთრებით კვერცხის გული ), ყველი, თვის ბოლოკი, კიტრი, ნუში, ბარდა, ნიგოზი.

თავბრუსხვევის შეჩერება ინსულტის შემდეგ
რეცეპტი ასეთია: კუნელის, ასკილისა და შავბალახას ნარევს ( ყველას თითო ს/კ ) აყენებენ 1 ლ ადუღებულ წყალში და აჩერებენ დღე - ღამის განმავლობაში. სვამენ თითო ჭიქას 3 -ჯერ დღეში ჭამამდე 20 წთ-ით ადრე. მკურნალობის კურსი 3 თვეა.
სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური