კუჭ - ნაწლავში ჭარბი აირებისაგან თავის დაღწევის ხელშემწყობი ხალხური საშუალებები.

კუჭ - ნაწლავში  ჭარბი აირებისაგან  თავის  დაღწევის ხელშემწყობი ხალხური საშუალებები.
აირების დაგროვების ასაცილებლად აუცილებელია, უპირველეს ყოვლისა, თვალყურის დევნება კუჭ - ნაწლავის რეგულარული დაცლისათვის. პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანისთვის მეტეორიზმი სპეციალურ მკურნალობას არ საჭიროებს. ჩვეულებრივ რეკომენდებულია ნაკლებად მირთმევა ახალი პურის, ტკბილეულის, ბარდასი, ლობიოსი, კომბოსტოსი, კარტოფილის; მჟავე და აირიანი სასმელების შეზღუდვა. კვების რაციონში ცილების შემცველი პროდუქტების - ხორცის, თევზის, ხაჭოს, მაწონისა და სხვათა ჩართვა.

კუჭ - ნაწლავში ჭარბი აირებისაგან თავის დაღწევის ხელშემწყობი ხალხური საშუალებები:

ნისული ჩვულებრივი. 1 ჩ/კ თესლი დათუთქეთ 1 ჭიქა მდუღარე წყლით, დააყენეთ 20 წთ, გაწურეთ. სვით ჭიქის მეოთხედი 3 - 4 - ჯერ დღეში 20 წთ - ით ადრე ჭამამდე.

ყვითელი ძიძო. 1 ჩ/კ ბალახს დაასხით ოთახის ტემპერატურის 1 ჭიქა ანადუღარი წყალი, დააყენეთ 2 სთ - ის განმავლობაში, გაწურეთ. სვით ნახევარი ჭიქა ან ჭიქის მესამედი 2 - 3-ჯერ დღეში.

კარტოფილი. სვით უმი კარტოფილის თითო ჭიქა წვენი დილით უზმოზე. წვენის მიღების შემდეგ უნდა დაწვეთ საწოლში ნახევარი საათი. 1 სთ - ის შემდეგ შეგიძლიათ ისაუზმოთ. მიიღეთ წვენი 10 დღე. შემდეგ 10 დღე გამოტოვეთ და კვლავ გაიმეორეთ ათდღიანი მკურნალობა. ისევ მეორეჯერ შეისვენეთ 10 დღით და გააგრძელეთ მკურნალობა 10 დღით მესამეჯერ.

ოხრახუში ბოსტნის. 4 ჩ/კ გამხმარ ან ნედლ ფესვებს დაასხით ნახევარი ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 8 - 10 სთ. სვით თითო ს/კ -ით 3 - 4 - ჯერ დღეში 30 წთ - ით ადრე ჭამამდე.

გვირილა. 1 ს/კ გამხმარ ყვავილედს დაასხით 1 ჭიქა ანადუღარი წყალი, ადუღეთ 5 წთ, დააყენეთ 4 სთ. მიიღეთ ორ - ორი ს/კ - ით 4 - ჯერ დღეში ჭამამდე.

კვლიავი. 1 ს/კ კვლიავის თესლი - 1 ჭიქა მდუღარე წყალზე. დააყენეთ 30 წთ. სვით თითო ს/კ - ით 3 - 4 - ჯერ დღეში. გამოიყენეთ როგორც საფაღარათო საშუალება.

კამა. 1 ს/კ დანაყილ თესლს დაასხით ჭიქანახევარი მდუღარე წყალი ( დღე - ღამის ნორმა ); დააყენეთ დახურულ ჭურჭელში 2 - 3სთ, გაწურეთ. სვით ნახევარ - ნახევარი ჭიქა უზმოზე 3 - ჯერ დღეში.

ნაკრები
ცირცელის ნაყოფი - 4 წილი, პიტნის ფოთლები - 3 წილი, კამის თესლი - 3 წილი, კატაბალახას ფესვი - 2 წილი. 1 ს/კ ნარევი დათუთქეთ 1 ჭიქა მდუღარე წყლით, დააყენეთ 40 - 60 წთ, გაწურეთ. სვით ნახევარ - ნახევარი ჭიქა 2 - ჯერ დღეში მეტეორიზმისა და კუჭ - ნაწლავის დროს.
სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთლობის საგანძური