ართრიტის მკურნალობის ხალხური საშუალებები შინაგანი მოხმარებისთვის.
ართრიტი - სახსრების ანთებითი დაავადებაა, ახასიათებს ტკივილები, განსაკუთრებით სიარულისას, მოძრაობის შეზღუდულობა, შესივება, დეფორმაცია, ცხელება. ერთი სახსრის დაავადებას მონოართრიტი ეწოდება, რამდენიმე სახსრისას - პოლიართრიტი. ართრიტი შეიძლება ჩამოყალიბდეს ერთბაშად, თანმხლები მაღალი ტემპერატურითა და სახსარში ძლიერი ტკივილებით ( მწვავე ართრიტი ), ან განვითარდეს თანდათანობით ( ქრონიკული ართრიტი ). ართრიტის ამ ნაირსახეობის მიზეზები შეიძლება იყოს ინფექციური დაავადებები, სეფსისური ინფექციები, ორგანიზმში იფექციის კერა. ართრიტები შეიძლება იყოს აგრეთვე არაინფექციური წარმოშობის ( ართროზი ) - ტრამვული, ალერგიული , განვითარებული ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგად, ნერვული სისტემის დაავადებისა და ვიტამინების ნაკლებობის დროს.
ამ დაავადების გამომწვევი მიზეზების სირთულისა და მრავალმხრივობის გამო, ავადმყოფს სამკურნალო ბალახების რეცეპტები ექიმმა უნდა შეურჩიოს და თვალყური ადევნოს ავადმყოფობის მიმდინარეობას. ხალხში ართრიტს უფრო ხშირად მიაკუთვნებენ სახსრების ტკივილთან დაკავშირებულ დაავადებებს, რასაც "სახსრებში ტეხვას" უწოდებენ. ამ ცნებას უკავშირდება აგრეთვე სახსრების რევმატიზმი, პოდაგრა ( ნიკრისის ქარი ), მარილების დაგროვება და ასე შემდეგ.
შემჩნეულია, რომ ართრიტით დაავადებულთათვის სასარგებლოა, სადაცურის, ვაშლის, ქლიავის, მჟაუნას, მოცვის, ხახამას, ცირცელის, ქაცვისა და შავი მოცხარის ნაყოფის ნებისმიერი სახით მიღება.
ართრიტის მკურნალობის ხალხური საშუალებები შინაგანი მოხმარებისთვის.
წითელი მოცვი. 2 ჩ/კ ფოთლებს დავასხათ 1 ჭიქა წყალი, ვადუღოთ 15 წთ, გავაციოთ და გავწუროთ. ვსვათ მთელი დღის განმავლობაში მცირე ყლუპებით. შეიძლება გამოვიყენოთ აგრეთვე ფოთლების ასეთი ნაყენიც: 20 გრ გამხმარი ფოთლები 1 ჭიქა ანადუღარ წყალზე დააყენეთ 20 წთ და მიიღეთ თითო სუფრის კოვზით 3 -4 -ჯერ დღეში.
კრაზანა ნასვრეტებიანი. 1 ს/კ მშრალ დაქუცმაცებულ ბალახს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, გააჩერეთ 20 - 30 წთ. მიიღეთ თითო ს/კ -ით 3 - 4 -ჯერ დღეში იგივე ნაყენი შესაძლოა გამოიყენოთ გარეგანი დანიშნულებისთვისაც.
ჭინჭარი ორსახლიანი. 7 გრ მშრალ დაქუცმაცებულ ბალახს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი , დათუთქეთ 15 - 20 წთ. მიიღეთ თითო ს/კ -ით 3- ჯერ დღეში.
ბაბუაწვერა ( ბურბუშელა ) სამკურნალო. 6 გრ გამხმარ დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 1 ჭიქა წყალი, ადუღეთ 10 წთ. დააყენეთ 30 წთ. მიიღეთ თითო ს/კ -ით ჭამის წინ 3-ჯერ დღეში. ახალი ბალახი გამოიყენეთ აგრეთვე გარეგანი დანიშნულებით - კომპრესებისათვის.
ფურისულა. გამხმარ დაქუცმაცებულ 10 გრ ბალახს დაასხით 1 ჭიქა ანადუღარი წყალი, დააყენეთ 15 - 20 წთ. სვით ჭიქის მეოთხედი ან ნახევარი დღეში 3 -4 -ჯერ . ნორჩი ბალახის გამოყენება სასარგებლოა სალათებში, წვნიანებში, შეჭამანდში.
შავი მოცხარი. დაასხით 3 - 5 გრ გამხმარ ფოთლებს 1 ჭიქა ადუღებული წყალი, დააყენეთ 10 - 20 წთ. სვით თითო ჭიქა 2 -3 -ჯერ დღეში.
ნარევი

- დიდგულას ყვავილები, ორსახლიანი ჭინჭრის ფოთლები, ოხრახუშის ძირები. ტირიფის ქერქი - ყველაფერი თანაბრად. 1 ს/კ დაქუცმაცებულ ნედლეული დააყენეთ 1 ჭიქა ანადუღარი წყლით, ადუღეთ 5 წთ ნელ ცეცხლზე, გააცივეთ და გაწურეთ. სვით ორ - ორი ჭიქა ნახარში დღეში სხვადასხვა სახის ართრიტით დაავადებულებმა.
- მინდვრის შვიტას ბალახი - 25 გრ, ჩვეულებრივი დათვის კენკრის ფოთლები - 25 გრ, ქაფუნას ბალახი - 25 გრ. 1 ს/კ ნარევს დაასხით 0,5 ლ ადუღებული წყალი, დააყენეთ და გაწურეთ. სვით 3 -ჯერ ჭამის წინ მთელი დღის განმავლობაში.
გამოიყენეთ როგორც შარდმდენი საშუალება პოდაგრის, ართრიტის შემთხვევაში. მკურნალობის კურსი 7 დღეა. შემდეგ უნდა შეისვენოთ 3 დღით და კვლავ სვათ 7 დღის განმავლობაში.