რა ზომები უნდა მივიღოთ ექიმის მოსვლამდე, ორგანიზმის მწვავე ან ქრონიკული თვითმოწამვლის დროს!

რა ზომები უნდა მივიღოთ ექიმის მოსვლამდე, ორგანიზმის მწვავე ან ქრონიკული თვითმოწამვლის დროს!
ურემია- ორგანიზმის მწვავე ან ქრონიკული თვითმოწამვლაა, რომელიც წარმოიქმნება თირკმელების არასაკმარისი მოქმედების შედეგად, და აგრეთვე ცილების მონაცვლეობისას მომწამვლელი პროდუქტების დაგროვების გამო, ნერვულ - ჰორმონალური რეგულაციის ცვლილებებით. განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ ურემიას.
ურემიის პირველ ნიშნებს წარმოადგენს მოდუნებულობა, საერთო სისუსტე, სწრაფი გადაღლა, თავის ტკივილები, ცუდი ძილი, მეხსიერების დაქვეითება, პირღებინება, ფაღარათი. ჩნდება ძლიერი წყურვილი, გულისრევა; კანი ხდება უფერული, მშრალი, დაავადებულს ეწყება ქავილი, სწრაფად გახდომა.
დროული და ეფექტური მკურნალობის უქონლობისას შეიძლება განვითარდეს ურემიული კომა: ავადმყოფი კარგავს გონებას, ეცვლება სუთქვის რიტმი და სიღრმე, უჩნდება შარდის სუნი პირში, თვალის გუგები უვიწროვდება. ასეთი მდგომარეობა ითხოვს სასწრაფო საექიმო დახმარებას საავადმყოფოს პირობებში.

რჩევები ექიმის მოსვლამდე დასახმარებლად - ქრონიკული ურემიის გამწვავებისას

  1. ავადმყოფი ჩასვით ხელ აბაზანაში, რომლის ტემპერატურა უნდა იყოს დაახლოებით 42 o C .

  2. აბაზანის შემდეგ გაიკეთეთ მარილიანი წყლის ან ძმრის ( მხოლოდ არა ესენციით ! ) ოყნა. როცა კუჭი ამოქმედდება, მიეცით კიდევ სასაქმებელი, მაგალითად, 1 ს/კ გლაუბერის მარილი ან ძმერხლის ფოთლის ნაყენი.

  3. მიეცით დასალევად რაც შეიძლება მეტი წყალი ან შრატი ( დო ) .

  4. ძალზე დაეხმარება ტუტოვანი მინერალური წყლები.

  5. თავზე დაადეთ ყინული.

  6. გულისრევისა და ღებინებისას გადააყლაპეთ ყინულის ნაჭრები და ასვით ცივი ჩაი.


სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური