რომელი სამკურნალო საშუალებებით მკურნალობს ხალხური მედიცინა პროსტატიტს.
პროსტატიტი წარმოადგენს წინამდებარე ჯირკვლის ანთებას. მამაკაცის სასქესო ორგანოების ფუნქციონირება დამოკიდებულია თავისა და ზურგის ტვინის ზოგიერთი განყოფილების, ასევე ჰიპოფიზის ( მისი ჰორმონების გამოყოფა ) მუშაობასთან და ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობასთან.
პროსტატიტი შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული.
მწვავე პროსტატიტის ნიშნებს მიეკუთვნება: ტემპერატურის მომატება, წვა, ხშირი შარდვა, ზოგჯერ ავადმყოფები აღნიშნავენ შარდში ლორწოვან - ჩირქოვანი ძაფების არსებობას, შორისის მიდამოში წვას და შარდის ნაკადის წნევის შესუსტებას. თუ ამ სტადიაში დროულად არ იქნა დაწყებული მკურნალობა, დაავადება გადავა ქრონიკულ ფორმაში.
ქრონიკულ პროსტატიტი წარმოადგენს არანამკურნალები მწვავე პროსტატიტის შედეგს. არაინფექციური წარმოშობის ქრონიკული პროსტატიტი ზოგჯერ ვითარდება ფოლიკულებში სეკრეტის შეგუბების ფონზე - ე.წ. შეგუბებითი პროსტატიტი. შეგუბების მიზეზი სქესობრივი სიჭარბის ნიადაგზე განვითარებული ფოლიკულების და მათი გამომტანი სადინარების ატონიაა ( სისუსტე ).
ხალხური რეცეპტები პროსტატიტის სამკურნალოდ:

- ავიღოთ 30 გრ ტუიას წიწვი, დავასხათ 1ლ წყალი, ვხარშოთ თავდახურულ ჭურჭელში, ნელ ცეცხლზე, შემდეგ გავაცივოთ, გავწუროთ. ვსვათ მწვავე პროსტატიტის დროს 5 ჭიქამდე დღეში.
- ოხრახუშის ძირები წვრილად დავკეპოთ. 1 ს/კ ძირებს დავასხათ 0,5 ჭიქა მდუღარე, ისევ მივიყვანით ადუღებამდე, დავაყენოთ ღამით, დილით გავწუროთ. მივიღოთ თითო ს/კ 4 -ჯერ დღეში, ჭამამდე 0,5 სთ ადრე.
- წვრილად დავჭრათ 1 ჭიქა კალანხოეს ფოთლები, მოვათავსოთ ბოთლში და დავასხათ 0,5 ლ არაყი. დავაყენოთ 5 დღე. ვსვათ თავიდან თითო ჩ/კ ჭამის წინ, ერთხელ დღეში. მდგომარეობის გაუმჯობესების მიხედვით შევამციროთ მიღება 1 - 2 ჩ/კ - მდე თვეში.
- მწვავე პროსტატიტის დროს 30 გრ ევროპული პანტის ყვავილებს დავასხათ 1 ლ მდუღარე წყალი, დავაყენოთ შეფუთული 30 წთ. ვსვათ 5 ჭიქა დღეში, ჩაის, ან წყლის მაგივრად.
- ავიღოთ 1 კონა ოხრახუში, 4 - 6 პატარა სტაფილო. დავჭრათ ოხრახუში სტაფილოსთან ერთად და ვჭამოთ გარნირის მსგავსად.
- დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე 1 ს/კ თხილის ფოთლებს ან ქერქს, ვხარშოთ ნელ ცეცხლზე 15 წთ, დავაყენოთ 40 წთ, გავწუროთ. ვსვათ თითო ს/კ 3 - 4 - ჯერ დღეში.