რა აუცილებელი პროცედურები უნდა ჩაუტარდეს ავადმყოფს ექიმის მოსვლამდე. ეს უნდა იცოდეთ!
უნდა გაითვალისწინოთ რომ ექიმის უგულვებელყოფა დაუშვებელია. საჭიროების შემთხვევაში ექიმის კონსულტაცია და დახმარება აუცილებელია. FPAPARAZZI - ის რედაქცია გასწავლით რა ზომები უნდა მიიღოთ ექიმის მოსვლამდე.
- თუ ავადმყოფს აღენიშნება ძლიერი, შეტევითი ხასიათის ტკივილი მუცლის არეში, ფრთხილად! შეიძლება პერიტონიტის მიზეზია. გამოიძახეთ სასწრაფო!.
ექიმის მოსვლამდე: დაუშვებელია ტკივილგამაყუჩებელი წამლის დალევა, მუცელზე სათბურის დადება, კუჭის ამორეცხვა, ოყნის გაკეთება და სხვა ზომების მიღება ( დიაგნოზის დასმამდე). - თუ ავადმყოფს აღენიშნება ინტენსიური, ხანგრძლივი, მუდმივი, მარწუხისებრი, აუტანელი ტკივილი გულის არეში, რომელიც გადაეცემა მარცენა ხელს, გრძნობს სისუსტეს, ეუფლება შიშის გრძნობა, ასხამს ცივი ოფლი, ეწყება ხუთვა და აღენიშნება ტუჩების გალურჯება, ეს ინფარქტის სიმპტომებია: გამოიძახეთ სასწრაფო!.
ექიმის მოსვლამდე: ავადმყოფს მიეცით ბარალგინისა და ასპირინის აბები. ჩაუდეთ ენის ქვეშ 1 - 2 აბი ნიტროგლიცერინი. გულმკერდის არეში 0 დაადეთ მდოგვის საფენები. სათბურა ფეხებთან, ხოლო ხელები თბილ წყალში ჩააყოფინეთ. ფეხები მაღლა აუწიეთ, თავი კი დაბლა ( ბალიშის გარეშე ). ოჯახის წევრთა აქტიური, საზრიანი მოქმედება და სასწრაფო დახმარების ექიმთა გადაუდებელი, კვალიფიციური დახმარება, ავადმყოფის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და საბოლოო გაჯანსაღების საწინდარია. - თუ ავადმყოფს არტერიული წნევა 160/90 - ია ( ან უფრო მაღალიც ), აღენიშნება თავბრუსხვევა, აქვს გულისრევის შეგრძნება, გრძნობს სისუსტეს, თვალები უჭრელდება - ეს ჰიპერტონიული კრიზისია. გამოიძახეთ სასწრაფო.
ექიმის მოსვლამდე: ავადმყოფს ჩაუდეთ ენისქვეშ 1 აბი კლოფელინი, დაადეთ მდოგვის საფენი კისერზე და მდოგვიან ცხელ წყალში 10 - 15 წუთით ჩააყოფინეთ ფეხები. ავადმყოფი დააწვინეთ ისე, რომ თავი მაღლა ჰქონდეს, ფეხები - დაბლა. - თუ ავადმყოფს ინტენსიურად აღენიშნება თავის ტკივილი, თვალები უჭრელდება, გრძნობს სისუსტეს, გაორებულად ხედავს საგნებს და ამასთანავე მხედველობა უქვეითდება, ეკარგება მგრძნობელობა ხელსა და ფეხში - ფრთხილად ინსულტია. გამოიძახეთ სასწრაფო.
ექიმის მოსვლამდე: არ მისცეთ ავადმყოფს ნო - შპა და სხვა სისხლძარღვთა გასაფართოებელი საშუალებები. დაალევინეთ კაპტოპრილის, გლიცინის, ან ნოოტროპილის ერთი აბი, გააღეთ ფანჯარა, ავადმყოფი დააწვინეთ სწორად, თავი გვერდზე გადაუწიეთ. - თუ წელის არეში და შარდვისას ავადმყოფი მკვეთრ ტკივილს ( ზოგჯერ ერთ მხარეს ) გრძნობს და ტემპერატურამაც აიწია, თირკმელების ბრალია. გამოიძახეთ სასწრაფო.
ექიმის მოსვლამდე: ავადმყოფს სათბური დაადეთ წელის არეში ან ჩააწვინეთ თბილ ( 40 გრადუსი ) აბაზანაში. მიეცით 2 აბი ნო-შპა ან ბარალგინი. ტკივილს შეუმსუბუქებს ასევე, 1 ჩაის ჭიქა შვიტას თბილი ნახარში.