გამონახეთ მარტივი და ეფექტური გზა ცისტიტის სამკურნალოდ
შარდის ბუშტის დაავადებები ხშირად ვითარდება ზამთარში და მას მკურნალობენ იგივე საშუალებებით, რითაც მკურნალობენ თირკმელებს. შარდის ბუშტი აქტიურია 15 - დან 17 სთ - მდე მის დაავადებაზე მეტყველებს კისრის უკანა ნაწილის, ხერხემლის, კოჭის ტკივილები, მხედველობის დაქვეითება და ცრემლდენა, თვალების ქავილი, სიცივისა და ქარისადმი მომატებული მგრძნობელობა, უძილობა, ფსიქიკური წონასწორობის დარღვევა, ბუასილი, ცხვირიდან უხვი გამონადენი.
განასხვავებენ მწვავესა და ქრონიკულ ცისტიტს.
მწვავე ცისტიტის დროს ავადმყოფები უჩივიან ტკივილს შარდის ბუშტის მიდამოში, ბოქვენის ზემოთ, ხშირ და მტკივნეულ შარდვას, ზოგჯერ ჩირქის გამოყოფას. შარდი შემღვრეულია დიდი რაოდენობით ლეოკოციტებისა და ჩამოფცქვნილი ეპითელის გამო.
ქრონიკული ცისტიტი. იგი შედეგია არანამკურნალები მწვავე ცისტიტისა და, ან შარდგამომყოფი სისტემის სხვა დაავადებების თანმხლებია.
ქრონიკული და მწვავე ცისტიტის სამკურნალო რეცეპტები:

- ავიღოთ წითელი აგური, კარგად გავახუროთ ქურაზე ( შეიძლება აერღუმელშიც ) და ჩავდოთ იგი ცარიელ ვედროში. კარგად შევფუთოთ ვედრო. დავაწვეთოთ 5 წვეთი სკიპიდარი აგურზე და დავჯდეთ ვედროზე. სკიპიდარის ორთქლი კარგად აცხელებს და ხელს უწყობს დაავადების განკურნებას.
- ავიღოთ არყის ხისა და დათვის კენკრას ფოთლები, ძირტკბილას ძირები, სიმინდის ულვაში, ჭანგას ფესურები - თოთოეული 3 - 3 ს/კ ნაკრების 1 ს/კ დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე, დავაყენოთ 1 სთ, გავწუროთ. მივიღოთ 1/2 ჭიქა 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ ადრე.
- ნებისმიერ ჭურჭელში ნახევრამდე მოვათავსოთ ჩენჩოიანი შვრია და შევავსოთ წყლით თავამდე. ვადუღოთ საშუალო ცეცლზე 30 წთ, სწრაფად გადავასხათ, დავუმატოთ გულყვითელას ყვავილები, დავაყენოთ ღამით თერმოსში, გავწუროთ და ვსვათ თბილი სახით 1 - 1,5 ლ დღეში, 2 კვირის განმავლობაში (საინტერესოა, რომ ეს შემადგენლობა ძველთაგანვე გამოიყენება ალკოჰოლისადმი მიდრეკილი ავადმყოფების სამკურნალოდ).
- ავიღოთ: ოხრახუშის თესლი, ცისკარას ძირები 10 -10 გრ, არყის ხის ფოთლები, ღვიის ნაყოფი - 15 - 25 გრ. ყველა ეს დავაქუცმაცოთ, შევურიოთ. ნარევის 1 ს/კ დავასხათ 300 მლ მდუღარე, მოვათავსოთ წყლის აბაზანაზე 15 წთ. გავაციოთ ოთახის ტემპერატურაზე 1 სთ. გავწუროთ. ვსვათ თითო ს/კ 3 - ჯერ დღეში, ჭამის წინ.